პიროვნების ტიპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ოპტიკური ილუზია გახლავთ. ოპტიკური ილუზია არის - ილუზია, რომელიც იმ მომენტში აღმოცენდება, როცა თქვენი ტვინი ერთმანეთთან გარკვეულ კავშირს ადგენს.
თითოეული სურათი თქვენი პიროვნების გარკვეულ მხარეს ასახავს, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში.
ოპტიკური ილუზია №1 შეხედეთ სურათს, რა დაინახეთ პირველი, ნიანგი თუ ნავი?
თუკი ნიანგი დაინახეთ...
- მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სურათს სრულად ხედავენ, მოცემულობებს იღებთ როგორც არის, მაგალითად, ბუნებაში სეირნობა. უმნიშვნელო რაღაცებზე კი არ კარგავთ დროს, ვინაიდან ბევრად უფრო სერიოზულზე გიყვართ კონცენტრირება. დიდი ალბათობით, პრაქტიკული ადამიანი ხართ, არ გიყვართ რისკზე წასვლა, ხართ ფრთხილი და ახალი იდეებისთვის ადგილი არ დაიტოვეთ.
თუკი ნავი დაინახეთ... - დაკვირვებული ადამიანი ხართ დეტალებისადმი. გარშემო შეუმჩნეველი არაფერი გრჩებათ. თქვენი დახასიათება შესაძლებელია, როგორც უნიკალური შემოქმედი პიროვნება. მთავარია, წვრილმანებზე არ ჩაიციკლოთ.
ოპტიკური ილუზია №2 თუკი კოლონებს ხედავთ...
- ეს იმას ნიშნავს, რომ უპირატესობას კომფორტს და უსაფრთხოებას ანიჭებთ, თუმცა იცოდეთ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევთ, თუკი კომფორტის ზონას არ დატოვებთ. ხშირად ოცნებობთ თქვენს მიზნებზე, შედეგად კი განხორციელება გვერდზე გრჩებათ.
თუკი ადამიანებს ხედავთ... - ეს თქვენს სულის თავისუფლებაზე მეტყველებს. პირველივე შემთხვევაში მზად ხართ დატოვოთ ადგილი. ცხოვრება არასდროს გეჩვენებათ მოსაწყენი. ის სავსეა თავგადასავლებით და საოცარი ადამიანებით. ცნობისმოყვარე და კეთილი სული გაქვთ. მთავარია, არ გამოგრჩეთ თქვენი წარმატების მიღწევის შესაფერისი დრო.
ოპტიკური ილუზია №3
თუკი მოხუცს ხედავთ... - ეს ნიშნავს, რომ მგრძნობიარე და ნაზი სულის პატრონი ხართ. გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც ჩანს, პირველ რიგში ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მიმართავთ მარცხენის ნაცვლად. ეს კი ბევრად კრეატიული და არტისტული ნახევარსფეროა. თქვენ შემოქმედებითი პიროვნება ხართ.
თუკი ქალს ხედავთ... - უფრო მეტად ანალიტიკური ტვინი გაქვთ, ვიდრე მათ, ვინც მოხუცი დაინახა სურათზე. უპირატესობას ანიჭებთ მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენებას მარჯვენის ნაცვლად. ანალიზისადმი და ფიქრისადმი მიდრეკილება გიმსუბუქებთ ცხოვრებას, პრაქტიკული პიროვნებიდან გამომდინარე კი, ხშირად ერთი შეხედვით უგულო და ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ უცხოებზე. არ ღირს იმ ნაწილის დამალვა, რომელსაც კეთილი ადამიანების სჯერა. არ დაუშვათ საკუთარ თავში ჩაკეტვა გარშემომყოფების გამო.
წყარო: cluber