აირჩიეთ გამოსახულება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, როგორც ფერით, ასევე მთლიანად. ის გეტყვით იმას, რაც ახლა გჭირდებათ.
#1
თქვენ გჭირდებათ ზრუნვა და პატარა სახლი, სადაც სითბო დაგხვდებათ. შეგიძლიათ რაიმე გემრიელი მოამზადოთ ან საყვარელი ფილმი ჩართოთ და უყუროთ. ან კიდევ უფრო უკეთესი, მიიღოთ თბილი აბაზანა, დახუჭოთ თვალები და მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ.
#2
ნორმალური ცხოვრება გჭირდებათ. თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი, ვარდნისა და დაცემის, უკიდურესობების გარეშე. შეეცადეთ, გარემო შეიცვალოთ, ააწყოთ ახალი რაღაც, დააწესოთ კონკრეტული რეჟიმი და მას მოჰყვეთ. დაგეგმეთ თქვენი დღეები. არის რაღაც, რაც უცვლელი უნდა იყოს - ვარჯიში, ლანჩის დრო, გასეირნება ძილის წინ.
#3
თქვენ გჭირდებათ გარკვეული სახის მხარდაჭერა, საიმედოობა, ნდობა. შეგიძლიათ სცადოთ, რომ ეს ყველაფერი იპოვოთ საყვარელ ადამიანში, ოჯახში. მაგრამ ყველაზე უფრო უკეთესი ის იქნება, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ. დაეუფლეთ ახალ პროფესიებს, ისწავლეთ ხარჯების განაწილება. ცოდნა, პოპულარობა, პატივისცემა და ფული გაგაძლიერებთ და ყოველგვარი ქარიშხლისგან დაგიცავთ.
#4
სიცოცხლის ძალა გაძლიერებთ. თქვენი დევიზია: "მინდა ყველას დავეხმარო და კარგი საქმეები გავაკეთო". საბედნიეროდ, ყოველთვის არის ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდება. ამიტომ, მიმართეთ მთელი თქვენი ძალა სიკეთისკენ.