ფოტოგრაფ საროშ ლოდჰის მიერ კენიაში გადაღებული სურათი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ახალ თავსატეხად იქცა. მან ორ ზებრას კენიაში ფოტო გასულ წელს გადაუღო.
საროში ამბობს, რომ ზებრებისთვის არაერთი ფოტო გადაუღია და მუდამ ცდილობს, კრეატიულად მიუდგეს საკითხს.
"როდესაც ეს ორი ერთად დავინახე, ფოტოების გადაღება და მათზე დაკვირვება დავიწყე. ერთად საოცარ სურათს ქმნიდნენ და როდესაც ერთმანეთს უკიდურესად მიუახლოვდნენ, სრული ილუზიური სურათი გადაიშალა ჩემ თვალწინ“, - ამბობს ფოტოგრაფი "ბიზნეს ინსაიდერთან" საუბრისას.
ეს ილუზია მის მიერ გადაღებულ ფოტოზეც ჩანს და რთულია გაარჩიოთ, რომელი ზებრა უყურებს კამერას.
მართალია, ეს ფოტო უკვე ერთი წელია არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელში პოპულარული ბოლო ერთ კვირაში გახდა, როდესაც ტყის მცველმა და ფოტოგრაფის მეგობარმა ის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა და თავის მიმდევრებს ჰკითხა, თუ რომელი ზებრა იდგა წინ და რომელი უყურებდა კამერას. გაგრძელება