დააკვირდით მტრედებს მოცემულ ფოტოზე. ენდეთ თქვენს ინტუიციას (შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ) და აირჩიეთ მხოლოდ ერთი მათგანი.
ახლა კი გაეცანით პასუხს, რომელიც მტრედის მიერ მოტანილ ბარათში წერია.
მტრედი 1: სიუხვე
თქვენ საკმარისად ძლიერი ადამიანი ხართ, ბედნიერი და იღბლიანი. დიახ, ზოგჯერ სირთულეები გექმნებათ, რაც საკუთარ თავსა და საკუთარ სიძლიერეში დაეჭვების შეგრძნებას იწვევს. მაგრამ არ დაუშვათ, რომ ვინმემ გავლენა მოახდინოს თქვენს ნამდვილ ღირებულებებზე და თქვენი გეგმები გაანადგუროს. თქვენს ცხოვრებაში არსებობს ძალა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გიყვართ ცხოვრება და ისიამოვნეთ ყოველი წამით. გჯეროდეთ საუკეთესო სიახლის და ის ნამდვილად მოვა თქვენს ცხოვრებაში.
მტრედი 2: სიძლიერე
თქვენ გარშემო სამყაროს სიყვარულია, ეს თქვენი ძალაა. ძალიან პასუხისმგებლიანი ხართ და ადამიანებს კარგად ექცევით. თქვენი თვისებები ხელს გიწყობთ გაიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე თავიდან მოელით. უფრო მეტად განსაზღვრეთ ყოველივე. თქვენ ნამდვილად მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. არ დანებდეთ ან არ დააჩქაროთ მოვლენა. ყველაფერი დროულად იქნება. ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეწყვეტთ ბრძოლას თქვენი ოცნებებისთვის. სამყარო მზად არის მოგცეთ ის, რასაც თქვენ ითხოვთ.
მტრედი 3: იმედი
თქვენ ძალიან კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი ხართ. ყოველთვის ბევრს აკეთებთ სხვისთვის და მზად ხართ, დაეხმაროთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ახლა სწორედ ის დროა, რომ მიიღოთ ჯილდო თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რაც გაიღეთ. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები მოხდება. ამისათვის თქვენ უნდა გაიხსნათ სამყაროსთვის. ის დაგაჯილდოებთ და თქვენს მცდელობებს დააფასებს. გაშალეთ ხელები და იგრძენით, რომ სიყვარულის, წარმატებისა და ბედნიერების ღირსი ხართ. თქვენი ჯილდო მადლობის მაგიერი იქნება იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გააკეთეთ.