სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ზოგი ქალი საშუალებას აძლევს თავს, რომ ოცნებობდეს, ზოგი კი - არა.
სავარაუდოდ, შენ ბოლომდე გჯერათ შენი ოცნებების.
აირჩიე ჯადოსნური კარტი და წაიკითხე ის, რაც შენს სურვილებს ეხება:
თუ ეს კარტი მოგეწონა
მოთმინება გამოიჩინე და ყველაფერს გამოიმუშავებ!
ეს ჯადოსნური კარტი ჩურჩულებს შენს ყურთან ახლოს, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც მშვენიერი სულ მალე მოხდება.
უბრალოდ, არც ისე სწრაფად, როგორც შენ გინდა. მოუთმენელი ხარ და ხშირად კარგავ რწმენას.
ეს უშედეგოდ სვლას გაიძულებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ის ყოველივე, რაც შენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში მოხდა, სურვილების ახდენასთან ურთიერთკავშირშია.
სწორედ მოვლენების უხილავი ჯაჭვი გამოიწვევს შენი სურვილის ასრულებას.
თუ ეს კარტი მოგეწონა
შენი ოცნება გეძებს
ეს ჯადოსნური კარტი გეუბნება, რომ ცოტა უნდა დაისვენო. შენი არასწორი მოქმედებების გამო შენ თვითონ შიშობ, რომ სურვილი, რომელიც გაქვს, არ ასრულდება. მიენდე ცხოვრებას და გჯეროდეს შენი ოცნების. მთავარია, არ დაივიწყო, რა გამოძრავებს.
ბოლო პერიოდში შენში საკმარისი რწმენა აღარაა. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ შენს ცხოვრებაში არსებული ყოველი მოვლენა სამყაროს გეგმის ნაწილია. ყველაფერს თავისი ფარული მნიშვნელობა აქვს.
თუ ეს კარტი მოგეწონა
შენი სურვილები მალე ახდება
ეს ჯადოსნური კარტი გეუბნება, დროა, იმოქმედო და დაიწყო. შენ გაქვს საკმარისი ძალა შენი ყველაზე საოცარი ოცნებების შესასრულებლად.
ენდე ინტუიციას, რომელიც გესაუბრება და უბრალოდ გადადგი ნაბიჯი, რათა მიიღო ყველა ის სიკეთე, რასაც შემოგთავაზებს სამყარო, რომელიც შენ გარშემოა.