"ფენიქსი" ინტერაქციული წიგნია, რომელიც საწყისი ამბის რამდენიმე ალტერნატიულ გაგრძელებას გვთავაზობს. პირველი წიგნი საინტერესო საკვანძო ადგილას წყდება, როდესაც რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი სალი არჩევანის წინაშე დგება. მკითხველს შეუძლია წაიკითხოს მეორე ნაწილის ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული გაგრძელება; გაიგოს, თუ როგორ განვითარდებოდა ამბავი სალის ამა თუ იმ არჩევანის შემთხვევაში. ფენიქსი ჯამში თხუთმეტი ნაწილისგან შედგება და ყოველი ტომი საკვანძო მომენტში წყდება, რასაც კვლავ ორი შესაძლო გაგრძელება მოჰყვება.
ჯამში კი, ერთი ამბის რვა, სრულიად განსხვავებულ დასასრულს მივიღებთ. თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი 15 ნაწილისგან შემდგარი თრილერის ავტორები არიან.
<div class="apester-media" height="668" data-media-id="5f24093247b5988211ee02a1"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>