გაიარეთ ჩვენი ფსიქოლოგიური ტესტი და გაარკვიეთ, რას უნდა ელოდოთ ამ ზაფხულს..
აირჩიეთ ხე, რომელიც თქვენში დადებით ემოციებს გამოიწვევს. თქვენი არჩევანი, მოგიყვებათ თქვენი უახლოესი მომავალის შესახებ. ასე რომ, წინ..
#1 ხე- „სულის სინაზე“
ეს მშვენიერი ხე შედგება ყაყაჩოების, შროშანების, ვარდების და სხვა მშვენიერი ყვავილებისგან. ეს შენს ბედნიერებაზე მეტყველებს ოჯახურ თანაცხოვრებაში და სინაზის ზღვას გპირდება. თქვენს ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც არ დაგჭირდებათ პრობლემების მოგვარება და ამაზე ფიქრი. შესაძლოა პრობლემები მთლიანად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. დაბოლოს, თქვენი ცხოვრება ნათელ ფერებს შეიძენს და ბედნიერების სხივებით აივსებით.
#2 ხე - „მზის ტრადიცია“
თუ თქვენ შეარჩიეთ ხე - მზის ტრადიცია, მაშინ თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დროა. ამის იმედი უნდა გქონდეთ. ყველაფერი, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას ვერ იღებდით, ახლა ძალიან რეალური გახდება. თქვენ არ შეიძლება უარყოთ საკუთარი თავი და უნდა განახორციელოთ ცვლილებები. ეს თქვენი კეთილდღეობისთვისაა საჭირო.
ზაფხულის შუა რიცხვები ბუნდოვან ეჭვებს წარმოქმნის. გჭირდებათ ის ყველაფერი, რასაც აკეთებთ? თქვენს ახლობლებს შეეძლებათ დაგეხმარონ და გაგიქარწყლონ ყველა ეჭვი, რომელიც თავს უცნაურად გაგრძნობინებთ. მათი მხარდაჭერა გაგხდით უფრო თავდაჯერებულს და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ!
#3 ხე - „გულის საჩუქარი“
თქვენ არჩევანი მშვენიერ ხეზე შეაჩერეთ - გულის საჩუქარი. ეს ყველაფერი კი უმიზეზოდ არ მომხდარა! ზაფხულის თვეები თქვენთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება. მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენმა გულითადმა საქმეებმა წინ წაიწიოს და იპოვოთ ბედნიერება. იყავით გულწრფელი თქვენს პარტნიორთან და ყოველთვის იყავით ის, ვინც ხართ. გაიხსენი, ირწმუნე შენი ბედნიერების! შეუძლებელია არ შეგიყვარონ, რადგან შენ თვითონ ხარ სიყვარული!