აირჩიეთ მხოლოდ 1 ლომი და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ გითხრათ, როგორი პარტნიორია შესაფერისი თქვენთვის.
1. ლამაზი ლომი.
თქვენ, ჰაერივით გჭირდებათ ნათელი და ძლიერი ემოციები. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც შოკისმომგვრელი, ნათელი, არაჩვეულებრივია. რომელთანაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იმოგზაუროთ მთებში, სანაპიროზე, ან ზღვის ფსკერზე ჩახვიდეთ. თქვენ გჭირდებათ საინტერესო ადამიანი, რომელიც გაგაოცებთ და ყოველდღე გაგაოგნებთ.
2. სერიოზული და ბრძენი ლომი.
თქვენი მამაკაცის იდეალური ტიპია: სულიერებით აღსავსე, გონიერი და ბრძენი ადამიანი. თქვენ გჭირდებათ მშვიდი და ჭკვიანი თანამგზავრი. თქვენი ადამიანი მუდმივად უნდა მიიწევდეს წინ, განვითარდეს და მუდმივად გააცნობიეროს ყოფის ახალი მხარეები. თქვენ კი მის გვერდით იქნებით. ბუნებით ორივე ფილოსოფოსები უნდა იყოთ და ცნობისმოყვარე ნატურალისტები.
3. ფრთიანი ლომი.
თქვენ გჭირდებათ უკვე ჩამოყალიბებული, საიმედო ადამიანი, რომელიც ფეხზე მყარად დგას. მან ზუსტად იცის რა სურს და უკვე ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს კაცს ამბიციური გეგმები ჰქონდეს და თავის დამკვიდრებას ცდილობდეს. თქვენ გინდათ იყოთ მისი მუზა, მისი ინსპირაცია - ის, ვინც მას შთააგონებს და ახალ მიღწევებში დაეხმარება.
4. მეფე ლომი.
თქვენ გსურთ თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, რომელმაც უკვე ბევრი იბრძოლა და მდიდარია. თქვენ გინდათ იხილოთ მასში მმართველი და მეფე: ადამიანი, რომელიც ყოველთვის დარწმუნებულია თავის სიმართლეში, თამამად იყურება მომავალისკენ და ძალაუფლების ტვირთის არ ეშინია. იგი მშვიდი და დარწმუნებულია თავის სამეფო დიდებულებასთან მიმართებაში.
5. მფარველი ლომი.
ასე ხედავთ თქვენს იდეალურ მამაკაცს - მფარველს, რომელიც გულმკერდით დაგიცავთ. ის უნდა იყოს თქვენი ქვის კედელი, თქვენი თავდაცვა, თქვენი ნავსადგური, რომელზეც უნდა დაქორწინდეთ.
6. მეოჯახე ლომი.
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენს კაცს ოჯახი ჰყავდეს წინა პლანზე წამოწეული, ყველა სხვა ღირებულების ფონზე. თქვენი პარტნიორი უნდა იყოს სამაგალითო მამა და ქმარი, რომელსაც შეუძლია სამუშაოს გადადება, მეგობრებზე დროებით უარის თქმა- და ეს ყველაფერი ოჯახის გულისთვის.