სინამდვილეში ნივთები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიზიდავს, ჩვენს პიროვნულობაზე ბევრ რამეს მეტყველებს. ჩვენს ქვეცნობიერს საკმაოდ ამოუცნობი ბუნება აქვს. რაც უფრო მალე გავიგებთ ამას, მეტად უკეთესია. დააკვირდით ფოტოსურათს და აირჩიეთ თვალი, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია თქვენი ყურადღება.
თვალი განლაგებულია მარცხნიდან მარჯვნივ, მარცხენა მხარეს 1 და 2 თვალია, შუაში - 3 და 4, ხოლო მარჯვნივ მწკრივში - 5 და 6.
თვალი #1
- თუკი ამ თვალმა მიიქცია თქვენი ყურადღება, ესე იგი, უნდა შეწყვიტოთ დამალვა საკუთარ ნაჭუჭში. საკმაოდ ჩაკეტილი ხართ, რაც თქვენზე უფრო მეტად უარყოფითად აისახება, ვიდრე გგონიათ. თუკი ვინმე გინდათ შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, ასეც მოიქეცით. შეწყვიტეთ საკუთარი თავისადმი უპატივცემულობა და თავშეკავება.
თვალი #2
- თუკი მეორე თვალზე შეჩერდა არჩევანი, ესე იგი, რაღაცას მალავთ; ბევრ დროს ატარებთ იმაში, რომ საზოგადოებას თავი მოაწონოთ, რითაც ხელს უშლით საკუთარ თავს განვითარებაში. ბევრი რამე შეგიძლიათ, მაგრამ არაფერს აკეთებთ. რატომ ექცევით საკუთარ თავს ასე? ჩვენი რჩევაა, ყველაფერში გამოუტყდეთ საკუთარ თავს.
თვალი #3
- შესაძლოა ეს ყველაზე მოსაწყენი თვალია, მაგრამ ვინც აირჩია, საკმაოდ განიცდის ბევრ რამეს. თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს, მიგახვედროთ, რომ არ ხართ მარტო. ცხოვრებაში, საბედნიეროდ, გვყავს ისინი, ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ტანჯვა და მიიღეთ დახმარება, რომელიც ნამდვილად გესაჭიროებათ.
თვალი #4
- თუკი ამ თვალთან კავშირს გრძნობთ, ესე იგი, ის ადამიანი ხართ, რომელიც გარშემო დამცავ კედელს იშენებს; ემალებით სამყაროს იმ იმედით, რომ ეს დაგეხმარებათ. გარშემო ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ და გაუზიაროთ ერთობლივი მოგონებები. თქვენთვის ეს მარტივი დავალება არ არის, თუმცა აუცილებლად გაართმევთ თავს. ნუ ეჭიდებით წარსულს, ამჯერად შეეცადეთ, მომავალში გაიხედოთ.
თვალი #5
- ამ თვალის არჩევით იმას ადასტურებთ, რომ უფრო მეტს შრომობთ, ვიდრე სხვები. თქვენ ის კატეგორია ხართ, რომელიც ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევს. საკმაოდ მალავთ გრძნობებს და მაქსიმალურად კარგად ასრულებთ დავალებებს. უფრთხილდებით საკუთარ პირადს, თუმცა ზოგჯერ გარშემო მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გრჩებათ. ყოველთვის ცდილობთ, ბოლომდე მიიყვანოთ საქმე, მაგრამ გავიწყდებათ შიგადაშიგ შეჩერება და მომენტით ტკბობა.
თვალი #6
- თუკი თქვენი ყურადღება ამ თვალმა მიიქცია, ესე იგი, მზად ხართ ყველაფრისთვის, რაც ბედნიერებას მიანიჭებს გარშემომყოფებს. თქვენ გასცემთ იმას, რაც გაგაჩნიათ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. დროა მიხვდეთ, რომ ზოგჯერ „არას“ თქმაც აუცილებელია, არ შეიძლება სულ სხვებზე იზრუნოთ, მით უმეტეს მათზე, ვისაც თქვენთან არ უნდა ყოფნა.
წყარო: cluber