ტესტი

ეს ტესტი გაგიმხელთ, რის თქმას ცდილობს თქვენთვის, თქვენი ქვეცნობიერი

ეს ტესტი გაგიმხელთ, რის თქმას ცდილობს თქვენთვის, თქვენი ქვეცნობიერი
იმას რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს, ჩვენივე თავის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია!
ჩვენს ქვეცნობიერს ძალიან იდუმალი ხასიათი აქვს და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი.
გადახედეთ მოცემულ ფოტოს და მალევე აირჩიეთ თვალი, რომელიც ყველაზე მეტად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.
თქვენი არჩევანი გაგიმხელთ - რის თქმას ცდილობს თქვენთვის, თქვენი ქვეცნობიერი.


თვალი # 1

თუ ამ თვალმა სხვა თვალზე მეტად მიიპყრო თქვენი ყურადღება, უნდა შეწყვიტოთ თქვენს ნაჭუჭში და გარსში დამალვა. ზედმეტად თვითკმარი ხართ, რაც თქვენზე იმაზე უფრო მეტად
ზემოქმედებს, ვიდრე ფიქრობთ.
თუ გსურთ ვინმე შეუშვათ თქვენს ცხოვრებაში, გააკეთეთ ეს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის არასწორად შეფასება და მუდმივად თავის შეკავება.



თვალი # 2

თუ მეორე თვალი აარჩიეთ, მაშინ, სავარაუდოდ, რაღაცას მალავთ. თქვენ ძალიან დიდხანს უმალავდით რაიმეს ადამიანებს, რაც მხოლოდ ხელს უშლის თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის მოზიდვას.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალუძს ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ ბევრ რამეს თქვენს ცხოვრებაში არასდროს უშვებთ. რატომ აკეთებთ ამას? შეიძლება ყველა შეცდომის აღიარება თქვენთვისვე იყოს უკეთესი და დაგეხმაროთ.



თვალი # 3

მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალი შეიძლება ცოტა სევდიანად მოგეჩვენოთ, ადამიანები, რომლებიც მას ირჩევენ, ბევრს განიცდიან. თქვენს ცხოვრებაში ახლა ბევრი რამ ხდება და თქვენ არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ თქვენს გრძნობებს.
თქვენს ქვეცნობიერს სურს გითხრათ, გჯეროდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთა იმედიც შეგიძლიათ რომ გქონდეთ. შეწყვიტეთ ყველაფრის კეთების მცდელობა და მიიღეთ დახმარება მაშინ, როცა ეს ნამდვილად გჭირდებათ.




თვალი # 4

თუ გრძნობთ, რომ ამ თვალთან კავშირში ხართ, მაშინ თქვენ ხართ ის, ვინც გარშემო კედლებს იშენებს საკუთარი თავის დასაცავად. თქვენ ემალებით დანარჩენ მსოფლიოს, ფიქრობთ, რომ ეს გამოგადგებათ, მაგრამ ძალიან ცდებით.
თქვენი გარემოცვა უნდა შეივსოს ახალი ადამიანებით და გაუზიაროთ მათ მოგონებები, რომლებიც არასდროს მიგატოვებთ. დიახ, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, გჯეროდეთ, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ. შეწყვიტეთ წარსულის ძიება, ამჯერად შეეცადეთ გაეცნოთ მომავალს.



თვალი # 5

ამ თვალის არჩევა ცხადყოფს, რომ ბევრზე მეტს მუშაობთ. თქვენ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც მუდმივად დაკავებულია. თქვენ ფრთხილად მალავთ თქვენს გრძნობებს და ასრულებთ საქმეს, მაშინვე როგორც კი ამის გაკეთება შეგიძლიათ.
თქვენ ძალიან აფასებთ თქვენს ცხოვრებას, მაგრამ ზოგჯერ გავიწყდებათ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასე რომ, თქვენ ყოველთვის ცდილობთ დაასრულოთ დაწყებული საქმე, მაგრამ პერიოდულად გაჩერებაც საჭიროა. თქვენ დაიმსახურეთ დასვენება.



თვალი # 6

თუ ეს თვალი გიზიდავთ, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ, გარშემომყოფების მხრიდან მოწონების მოსაზიდად. მათ ყველაფერს აძლევთ, რაც გაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ არასდროს არაფერს ითხოვთ.
დროა გააცნობიეროთ, რომ ზოგჯერ უნდა თქვათ უარი და სხვაგვარად მოიქცეთ. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ მათ გარშემო, ვისაც არ სურს თქვენს გარშემო ყოფნა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93