"მუშტში მოქცეულ ხელს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე!" - წერენ ფსიქოლოგები. ამ ტესტს მხოლოდ 1-3 წუთი სჭირდება, მაგრამ შედეგი მართლაც გასაოცარია. მაშ ასე, შეკარით მუშტი და დააკვირდით, ფოტოზე გამოსახულ რომელ შედეგს მიიღებთ:
ნომერი 1
თავმდაბალი ხარ, მაგრამ ბრწყინვალე. შენი მეგობრები მოგიხსენიებენ, როგორც "მოსიარულე ენციკლოპედიას" და ეს სიმართლეა. ჭკვიანი, ერუდირებული და ნაკითხი ხარ. გსიამოვნებს ახალი აღმოჩენების კეთება და სწავლა შენთვის მუდმივი პროცესია, რომელიც არასდროს მთავრდება. არ გიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ აქტიური, ბევრს საუბრობ, თუმცა ზოგჯერ ეს უბრალოდ ნიღაბია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, როგორი ხარ.
ნომერი 2
მუშტის შიგნით დამალული ცერა თითი გახასიათებს, როგორც გულუბრყვილო, ღია ადამიანს. ჯერ არ იცი შენი ყველა ძლიერი მხარე და შესაძლებლობა, მაგრამ ისინი აუცილებლად იჩენს თავს. შენს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება, მაგრამ არა მაშინვე, არამედ თანდათანობით. იპოვი ცხოვრების მიზანს, სიყვარულსა და პასუხებს ყველა კითხვაზე, რაც ახლა გაწუხებს. მეტი დრო დაუთმე სხვა ადამიანებთან კავშირების დამყარებას - ეს წარმატებული იქნება.
ნომერი 3
ცერი, რომელიც სხვა თითებს ფარავს, გახასიათებს, როგორც ლიდერს. შენ ბევრი რამ იცი სხვების შესახებ. შერლოკ ჰოლმსის მსგავსად, შეგიძლია, პირველივე სიტყვიდან ამოიცნო, თუ როგორი ადამიანი დგას შენ წინ. გონივრული, ეშმაკური, მამაცი ხარ და კარგად იცი, რა გინდა ამ ცხოვრებისგან.
ნომერი 4
"რაც უფრო მშვიდად წახვალ, მით უფრო შორს წახვალ!" - ეს არის შენი ცხოვრების დევიზი. შენ ხარ თანმიმდევრული, სკრუპულოზური და დაჟინებული. და სწორედ ეს თვისებები დაგეხმარება, მიაღწიო დიდ სიმაღლეებს როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე სულიერი განვითარების თვალსაზრისითაც.
სხვათა შორის, მუჭში შეკრული ხელი ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი კუჭის ზომაზე მიუთითებს. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საკვების რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ შიმშილის დასაკმაყოფილებლად. გსმენიათ ამ ფაქტის შესახებ?