პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაგებად ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის ტესტებს, რომლებიც გაჩვენებთ როგორ მდგომარეობაშია თქვენი გონება.
პასუხის გასაგებად საჭიროა რომ ნახატს 10 წამზე დიდხანს შეხედოთ და დააფიქსიროთ რა დაინახეთ პირველად.
მათ, ვინც ფოტოზე პირველად გამოქვაბული დაინახა ბალანსის დაცვა ძალიან უჭირთ. ისინი მშვიდი პიროვნებები არიან, რომლებიც ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვას ცდილობენ, ამიტომ საკუთარ თავს ზედმეტად ბევრს სთხოვენ. მართალია, ისინი თითქმის ყველას მოსწონთ, თუმცა მუდმივად გაბუქებული წნეხის ქვეშ ცხოვრობენ.
თუ ფოტოზე უცხოპლანეტელების მფრინავი თეფში დაინახეთ, მენტალური პრობლემების ზღვარზე ხართ, რომლებიც თავს მალე იჩენენ. ასეთი სახის სტრესი საბოლოოდ ინსომნიამდე და ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიგიყვანთ, ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც გაღიზიანებენ.
თუ ფოტოზე პირველად უცხოპლანეტელის სახეს ხედავთ, საკუთრ თავზე კონტროლი უნდა აიღოთ და ზედმეტ პრობლემებზე ნერვიულობა შეწყვიტოთ. ეცადეთ სტრესი გვერდით გადადოთ და თავი ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და ცხოვრება განაგრძეთ.