ალბათ გსმენიათ ცნობილი ტექნიკის შესახებ „36 კითხვა შეყვარებისთვის“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისთვის ძალიან პირადული კითხვების დასმით თქვენ უკეთ გაიცნობთ თქვენს პარტნიორს და ის უკეთ გაგიცნობთ თქვენ. ეს მეთოდი წყვილს ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას აძლევს, მაგრამ თქვენი პარტნიორის ხასიათის უკეთ შესასწავლად უფრო სწრაფი გზაც არსებობს.
#1 - იმოგზაურებდით მსოფლიოს გარშემო საავტომობილო სახლით?
კითხვა, რომელიც მის ხასიათს კარგად გამოავლენს. თუ ასეთი მოგზაურობა ურჩევნია, დიდი ალბათობით, ჩაკეტილი ადამიანია. ხოლო კომუნიკაციის მოყვარულია, მისთვის საავტომობილო სახლთ მოგზაურობა ნამდვილი კოშმარი იქნება. რაც არ უნდა ბედნიერი იყოს თქვენთან, ადამიანებთან კომუნიკაცია და საკუთარ წრეში ყოფნა მისთვის შეუცვლელად დარჩება.
#2 - გიყვართ საშინელებათა ფილმები?
კითხვაზე პასუხი ცხადყოფს, აქვს თუ არა თქვენს პარტნიორს საკმარისი ადრენალინი ცხოვრებაში. ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან თავგადასავლებისა და სარისკო სპორტისკენ, არ მოსწონთ საშინელებათა ფილმები და მათი ყურებისას სტრესს განიცდიან.
#3 - ქალაქგარეთ ცხოვრებას ისურვებდით თუ ქალაქში?
აქ ყველაფერი აშკარა გახდება - ადამიანი, რომელიც წყნარ აგარაკზე ოცნებობს, ვერასოდეს გაუგებს მას, ვისაც ხმაურიანი მეტროპოლიტის გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია.