ჩვენი საიტის მკითხველებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტი. მინდა ამჯერად კიდევ ერთი თავსატეხით გაგახაროთ და კიდევ ერთი ორიგინალური ტესტი შემოგთავაზოთ.
მორიგი ფსიქოლოგიური ტესტი ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვს თქვენგან. წარმოიდგინეთ უდაბნო და ამ უდაბნოში რამდენიმე საგანი:
1. კუბი – როგორი ფერისაა იგი? სად განათავსებთ მას? ქვიშაში ხომ არ არის ჩაფლული? იქნებ სულაც ჰაერში მოლივლივე წარმოგიდგენიათ?
2. კიბე – სად მოიაზრებთ მას? აქვს თუ არა რაიმე კავშირი კუბთან?
3. ყვავილები – როგორი, რა ფერის, რა რაოდენობის? აქვს თუ არა ყვავილებს შეხება კუბთან და კიბესთან?
4. ცხენი – სად, როგორ და რა კონტექსტში წარმოგიდგენიათ? აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებთან?
5. უდაბნოს ქარბუქი – საიდან მოდის? რას ეხება? დააზიანა რამე?
ახლა კი გადახედეთ შედეგებს: