გთავაზობთ ყველაზე გემრიელ ტესტს, რომელიც ძალიან მკვეთრად გამოხატავს პიროვნების ძირითად თვისებებს.
მაშ ასე, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აირჩიეთ, ა) და ბ) ვარიანტებიდან რომელ პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას: ა) კიტრი ან პომიდორი; ბ) ნესვი ან საზამთრო.
კიტრი და ნესვი
ამ არჩევანს, ძირითადად, მამაკაცები აკეთებენ. ამიტომაც ამ ტიპის ადამიანები მამაცები და სერიოზულები არიან. იშვიათად ექცევიან გავლენის ქვეშ და არ ხდებიან დამოკიდებულები ალკოჰოლზე. მათ შორის სპორტსმენები და მოგზაურები არიან. ქალი ასეთ მამაკაცთან თავს დაცულად გრძნობს. თუმცა მას ერთი ნაკლი აქვს, მოკლებულია რომანტიზმს. ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ, მისგან ყვავილების თაიგული მიიღოთ, ნუ დაელოდებით, როდის მოიფიქრებს ამას; უბრალოდ, მიდით და სთხოვეთ, რომ გიყიდოთ.
ასევე, კიტრსა და ნესვს ირჩევს დამოუკიდებელი, ემანსიპირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი. ამ ტიპის ქალები ხშირად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხვდებიან, თუმცა ოჯახში ბავშვივით უსუსურები არიან – არ იციან საჭმლის მომზადება, ვერ ანაწილებენ ოჯახის ბიუჯეტს, არ უყვართ რეცხვა და სახლის დალაგება. თუმცა, თუ ასეთ ქალს ცხოვრების მეგზურად აირჩევთ, დარწმუნებულები იყავით, რომ მისი სახით ერთგულ და გამგებ მეგობარს შეიძენთ.
პომიდორი და საზამთრო
პომიდვრისა და საზამთროს მოყვარული ადამიანები მხიარულები და აქტიურები არიან. ისინი გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, თუმცა, ცოტა არ იყოს, ნერვიულები არიან საუბრისას: მათი ფეთქებადი ხასიათი ხშირად სკანდალების მიზეზი ხდება. ამ ტიპის მამაკაცები გურმანები არიან, მაგრამ ზარმაცები და ზურგჩანთასა და საძილე ტომარას ჩუსტები და ხალათი ურჩევნიათ.
ქალები, რომლებიც პომიდორსა და საზამთროს ანიჭებენ უპირატესობას, ემოციურები არიან, უყვართ ცხოველები და ოჯახური სიმყუდროვე. მათ გარემოცვაში ყოველთვის სითბოა. არ შეუძლიათ ინტრიგების ხლართვა; სამაგიეროდ, შეუძლიათ ყველაფრის პირში მიხლა, ხანდახან უტაქტოდაც კი. გულწრფელობა და გულუბრყვილობა – ამ ადამიანების მთავარი ფსიქოლოგიური ნიშანია.
კიტრი და საზამთრო
თქვენს სულში გამუდმებული შფოთვაა. გარეგნულად მშვიდს შინაგანი დაძაბულობის მოხსნა გიჭირთ. თქვენნაირ ადამიანთან (მამაკაცთან) ცხოვრება ნაღმზე ჯდომას ჰგავს, არასოდეს ვიცით, როდის რა მოგივათ თავში.
კიტრისა და საზამთროს მოყვარული ქალები არ ბრაზდებიან და არ აწყობენ ინტრიგებს სისულელეებზე, მაგრამ თუ გაცხარდნენ, შეუძლიათ, მთელი სახლი დალეწონ. კიტრისა და საზამთროს მოყვარულები შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულნი არიან. მათ შეუძლიათ ფიქრი, განსჯა. მათ შორის ხშირად გვხვდებიან მეცნიერები და გამომგონებლები.
ნესვი და პომიდორი
გაწონასწორებულები, ტაქტიანები, მშვიდები – ასე შეიძლება დავახასიათოთ ამ ორი პროდუქტის მოყვარულები. უყვართ ლამაზი ნივთები და დახვეწილი გემოვნება აქვთ. ამ კატეგორიის მამაკაცები ოდნავ ქალურებიც კი არიან. ხშირად მათ შორის გვხვდებიან მხატვრები, მუსიკოსები და ზოგადად, ხელოვანები.
რაც შეეხებათ ქალებს, ისინი არიან ძალიან შთამბეჭდავები, ვნებიანები და ამავე დროს, ერთგულები. პომიდვრისა და ნესვის მოყვარული ქალებისგან მზრუნველი და თბილი ცოლები გამოდიან.
საუკეთესო წყვილები არიან:
მამაკაცი "ნესვი-კიტრი" და ქალი "კიტრი-საზამთრო"
მამაკაცი "ნესვი-პომიდორი" და ქალი "ნესვი-კიტრი"
მამაკაცი "კიტრი-საზამთრო" და ქალი "ნესვი-კიტრი"
მამაკაცი "კიტრი-საზამთრო" და ქალი "პომიდორი-საზამთრო"
მამაკაცი "პომიდორი-საზამთრო" და ქალი "პომიდორი-ნესვი".
ნახეთ აბა, დაემთხვა?