გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე მამაკაცები? გაიარეთ ტესტი და წაიკითხეთ შედეგები.
ამოირჩიეთ დანომრილ ფოტოკოლაჟზე ერთი კაბა, რომელიც ერთი შეხედვით (დიდხანს ნუ დაფიქრდებით) ყველაზე მეტად მოგეწონათ. დაიმახსოვრეთ ციფრი, რომლითაც ეს კაბა არის დანომრილი და წაიკითხეთ შედეგები.
ტესტის შედეგები:
1. თქვენთვის აუცილებელია, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელთანაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. მიუხედავად დიდსულოვნებისა და კეთილი გულისა, საკუთარი თავი მაინც განსაკუთრებულად გიყვართ და გარშემომყოფებისგანაც დიდ ყურადღებას მოითხოვთ.
ძალიან მგრძნობიარე ხართ, სულ ვიღაც გიყვარდებათ, გიჟდებით ცხოვრებაზე, ლამაზ ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებზე. კეკლუცი ხართ, რომანტიკული და გიყვართ ფლირტი. არ ჩქარობთ გაზრდას და მოწიფულ ასაკშიც კი, როცა უკვე კეთილი და მზრუნველი დედა ხართ, კაპრიზულ, გათამამებულ გოგონად რჩებით. მამაკაცებისგან ყურადღების ნაკლებობას არასოდეს განიცდით.
2. ბევრი ადამიანისთვის თქვენი შინაგანი სამყარო ამოუცნობია, მაგრამ სწორედ ის იდუმალება გხდით ესოდენ მომხიბვლელს გარშემომყოფებისთვის. არასოდეს ყოყმანობთ – ყოველთვის იცით, რა გსურთ და როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ.
ძალიან ამაყი ხართ და პრინციპული, საკუთარ აზრს ყოველთვის ბოლომდე იცავთ და უსამართლობას ვერასოდეს უყრუებთ ყურს. შეგიძლიათ არა მხოლოდ საკუთარი ემოციების მართვა, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებიც თქვენ გვერდით არიან.
ურთიერთობაში – მაქსიმალისტი ხართ. ძალიან მკაცრი ხართ და მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი რჩეულის მიმართაც. თქვენზე კონტროლის აღებას ვერავინ შეძლებს, ყოველთვის დამოუკიდებელ და საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებად დარჩებით.
3. მიზანდასახული ადამიანი ხართ, რქებით აწვებით ცხოვრებას და ყველაზე თამამ ექსპერიმენტებზეც ხართ წამსვლელი. როგორც წესი, აღწევთ იმას, რისკენაც იღვწით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი გადაგეღობებათ.
ძლიერი, მყარი ნებისყოფის მქონე, ექსპრესიული და ვნებიანი ქალი ხართ. გიყვართ ყურადღება! ძლიერი სქესის რაღაც თვისებებსაც ფლობთ – ფეთქებადობას, სიმამაცეს.
ძალიან კონტაქტური ხართ და უამრავი ნაცნობ-მეგობარი გყავთ. ამაყი და თავისებური ხართ, თუმცა ალტრუისტიც – საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზად ხართ, თავი გადადოთ და ახლობელს უანგაროდ დაეხმაროთ.
4. მსუბუქი და რომანტიკული ბუნების ქალი ხართ. გახსნილსა და თავისუფალს არ გიჭირთ არანაირ საზოგადოებაში ადაპტირება. ცხოვრებას, როგორც დღესასწაულს, ისე აღიქვამთ! ვერ იტანთ ტყუილს და არ პატიობთ ღალატს. სათნო, დელიკატური და ხანდახან არამყარი ბუნებისაც ხართ. სულიერი განათლებისკენ იღვწით. კეთლსინდისიერი და წესიერი ადამიანი ხართ და ცოტათი აჭარბებთ საკუთარ გრძნობებსა და მისწრაფებებში.
5. თქვენი ღიმილი – ეს იშვიათი საოცარი სანახაობაა. თქვენი ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, ამას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც გამოსაცდელი ვადა გაიარა და ვისი მეგობრობაც დრომ გამოსცადა. მდიდარი შინაგანი ბუნება გაქვთ და საკუთარ ინტუიციას მთლიანად ენდობით. ერთგული ხართ და თუ ვინმეს მიმართ გრძნობა გაგიჩნდათ, ბოლომდე ატარებთ მას. არ გიყვართ აურზაური და უწესრიგობა. უპირატესობას ანიჭებთ ტრადიციებს და წესრიგს. რბილი ბუნების, კეთილი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია თანაგრძნობა და ხანდახან - ადამიანების გაიდეალება.
მზრუნველი დედა ხართ და ძალიან კარგი დიასახლისი, მუდამ მფარველობთ საკუთარ ოჯახს. ზოგადი ცოდნა გაქვთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, შეგიძლიათ და გიყვართ თქვენი ძალების ყველა იმ საქმეში მოსინჯვა, რომელიც დაგაინტერესებთ.
6. არაერთი საიდუმლო გაქვთ, რომელთა გამხელასაც არ ჩქარობთ. საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ჩაკეტილი, მობილიზებული და თავშეკავებული ადამიანი ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ საკუთარი ემოციების მართვა. არ გიყვართ თქვენს ცხოვრებაში უცხო ადამიანების შეშვება და ძალიან გამომგონებლური ხართ მეწყვილის არჩევისას – მას უდიდეს მოთხოვნებს უყენებთ. თუმცა, ასეთივე დიდი მოთხოვნები გაქვთ საკუთარი თავის მიმართაც. ყოველთვის აღწევთ მიზანს და ნებისმიერი კარიერული სიმაღლის დაპყრობა შეგიძლიათ.
7. მშვიდი, სასიამოვნო და სიცოცხლით სავსე ქალი ხართ. ჰო, და რაც მთავარია, საოცარი იუმორის გრძნობით ხართ დაჯილდოებული!
მსუბუქი და ცოტა ქარაფშუტაც ხართ და ალბათ ამიტომაც არის, რომ შეუმჩნეველი თითქმის არასდროს რჩებით. გარშემომყოფებში ყოველთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებთ. გამბედავი, ინტერესიანი და ძალიან კონტაქტური ხართ. არ გაინტერესებთ სოციუმის აზრი, მიზანდასახული და ძალიან ორიგინალური ხართ. ნებისმიერ გარემოს ეგუებით და პარტნიორი მამაკაცის ნებისმიერ ბუნებას იღებთ. არასოდეს გახდებით მოსაწყენი ცოლი, რადგან სულ ვითარდებით, სწავლობთ და ახალი შთაბეჭდილებებისკენ ისწრაფვით.
8. რაციონალურ ადამიანს შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ხასიათის ცვლილებები და ეს გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დატოვოთ. უპირატესობას ანიჭებთ ჰარმონიულობას, სიმშვიდეს და უბრალოდ, მამაკაცების მოსახიბლად ხართ დაბადებული.
სხვებისგან გამორჩეული ხართ, როგორც გარეგნული სტილით, ასევე ქცევებით და ალბათ ამიტომაც არის, რომ ყოველთვის მამაკაცის შთაბეჭდილების ობიექტი ხდებით. მიუხედავად ბობოქარი გარეგნობისა, თქვენი შინაგანი სამყარო ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომაც ყოველთვის საჭიროებთ ძლიერი მამაკაცის გვერდში ყოფნას. სამაგიეროდ, თქვენ გვერდით ვერასოდეს მოიწყენენ, რადგან გამოუსწორებელ მეოცნებეს, შეგიძლიათ რეალურ ცხოვრებაში ისეთი დეტალების შეტანა, რაც სხვისთვის შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს.