ქალის ხასიათი ფეხის ზომის მიხედვით - Marao

ქალის ხასიათი ფეხის ზომის მიხედვით

2014-08-23 14:34:19+04:00

არსებობს მოსაზრება, რომ ქალის ფეხის სიგრძე მის ხასიათთანაა კავშირში. 

თუ ეს ყველაფერი ხუმრობა გგონიათ, მაინც ჩაიტარეთ ტესტი და დარწმუნდით მის სიმართლეში.

21 სანტიმეტრი - ენერგიული, შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი. თუ შემოქმედებით ნიჭს განავითარებთ, დიდ შედეგს მიაღწევთ.

21,5 - თავგადასავლებისა და ავანტიურების მოყვარული ტიპია. უამრავი იდეა აქვს, მაგრამ თავქარიანი ხასიათის გამო ნახევარსაც ვერ ახორციელებს.

22 სმ- მშვიდი, წყნარი ადამიანია. კარგი გონებრივი მონაცემების, აზრიანი და დაკვირვებული.

22,5 სმ- ემოციური ტიპაჟია. მუდამ გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. თუ მოინდომა ყველაფერი გამოუვა. კარგ შედეგებს აღწევს სპორტულ შეჯიბრებებში.

23 სმ- ექსცენტრიკული, თვითკმაყოფილი. მუდამ სილამაზისკენ ისწრაფვის. იგი მუდამ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. აფასებს ხელოვნებას.

23,5 სმ- მშვიდი, ოჯახური მყუდროების მოყვარული ტიპი. პროფესიას მშობლების რჩევით ირჩევს, ძირითადად დიასახლისის როლს სჯერდება.

24 სმ- ზომიერად შემოქმედი და ზიმიერად ზარმაცი ადამიანია. უყვარს დილის ძილი. მოსწონს მამაკაცების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ოჯახში ურჩევნია, მამაკაცს დაემორჩილოს, ვიდრე იჩხუბოს.

24,5 სმ- ყველაფრის მიღწევა მომენტალურად სურთ. საკმაოდ ჭირვეულები არიან. მამაკაცებს ჯერ თავბრუს ახვევენ და მერე მათით მანიპულირებენ.

25 სმ- კარგი ინტელექტისა და განვითარებული ინტუიციის მფლობელია. ბროლის კოშკების აგება არ სჩვევია, ყველაფერს შრომით აღწევენ. არ სჯერათ პრინცების არსებობის.

25,5 სმ- მიუხედავად იმისა, რომ ოცნება უყვართ, პრობლემებს დამოუკიდებლად უკლავდებიან. არიან ზომიერად რომანტიკულები. ასეთი ქალისგან კარგი ბიზნესლედი გამოვა.

26 სმ- გამჭრიახი, ჭკვიანი და ცოტა აფერისტული ნატურაა. იცის სად როგორ მოიქცეს. ნებისმიერი სიტუაციიდან ცდილობს სარგებლის მოპოვებას. უყვარს კაცებზე მბრანებლობა.

26,5 სმ- ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი. თუ მოინდომა, ნებისმიერ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა. ურჩევნია მოვლენების განვითარებას დაელოდოს, ვიდრე ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და მართოს.

27 სმ- ფეთქებადი ხასიათი აქვს. ეგოისტიცაა. ფემინიზმისკენაა მიდრეკილი და მამაკაცებს არ უფრთხილდება.

27,5 სმ- ოჯახის თავია, საუკეთესო დედა და დიასახლისი. რთულ სიტუაციაში მამაკაცს არ დაელოდება და ყველა პრობლემას თავად მოაგვარებს. მოსწონს სუსტი მამაკაცები, რომლებსაც დედასავით მოუვლის.

28 სმ - არ სჯერათ რომანტიკული ზღაპრების, მამაკაცები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. არ ეშინიათ დაბრკოლებების. მუდამ აქვთ გადანახული ფული `შავი დღისთვის~.