დააკვირდით ფოტოს. რა დაინახეთ პირველად? თუ ყველაფერს ხედავთ, აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და წაიკითხეთ პასუხი:
მიკროფონი - ვიღაც მუდმივად გითვალთვალებთ და თქვენზე ინფორმაციებს აგროვებს. თქვენზე ჭორაობენ. ზოგიერთებისთვის მისაბაძი ხართ, ზოგსაც თქვენი ატანა არა აქვს. ეცადეთ, ყველასთვის საუკეთესო იყოთ.
მოკრივის ხელთათმანი - წინ მნიშვნელოვანი და რთული შერკინება გელით. რაღაცისთვის ემზადებით, როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურად. კონკურენტები მოსვენების საშუალებას არ მოგცემენ, მაგრამ ეცადეთ, არც თქვენ იჯდეთ გულხელდაკრეფილი.
კალამი - წარმატება და კეთილდღეობა გელით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს მისწრაფება და შეუპოვრად მიიწევს მისკენ. თქვენ აღწევთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ.
ჩამრთველ-გამომრთველი - შეგიძლიათ სიტუაციის ობიექტურად შეფასება. არასდროს ამეტებთ შეფასებაში. ყოველთვის შეგიძლიათ სწორი დასკვნის გამოტანა. არასდროს დაფრინავთ ღრუბლებში და მუდამ რეალურად აღიქვამთ სიტუაციას.