ეს პატარა და სახალისო ტესტი, რა თქმა უნდა, თქვენი ხასიათის ყველა საიდუმლოს ვერ გახსნის, მაგრამ ახალს საკუთარ თავზე ნამდვილად გაიგებთ.
ტესტში მხოლოდ 4 მარტივი შეკითხვაა და მხოლოდ ერთი წუთი დაგჭირდებათ, რომ უპასუხოთ მათ და წაიკითხოთ შედეგები.
შესაძლოა, რომ ტესტი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების აქტიურობაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ორგანოა პასუხისმგებელი ადამიანის ქმედებებსა და ხასიათის თავისებურებებზე. ტესტის ჩატარების პროცესში მოგიწევთ დაიმახსოვროთ 4 ციფრი. ასე რომ, თუ საკუთარ მეხსიერებაში ეჭვი გეპარებთ, მოამზადეთ წინასწარ ფურცელი და კალამი, რათა ჩაინიშნოთ ციფრები.
მაშ ასე, 4 შეკითხვა:
1. გადააჯვარედინეთ თითები ერთმანეთზე.
თუ მარცხენა ხელის ცერა თითი ზემოთ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ (ან ჩაიწერეთ) ციფრი 1, ხოლო თუ ზემოთ მარჯვენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა – 2.
2. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცას (ან ვიღაცას) იარაღს უმიზნებთ და დახუჭეთ ცალი თვალი.
თუ დახუჭეთ მარჯვენა თვალი, ჩაინიშნეთ ციფრი 1, ხოლო, თუ მარცხენა – 2.
3. გადააჭდეთ ხელები მკერდზე.
რომელი ხელი აღმოჩნდა ზემოდან? თუ მარჯვენა, ჩაინიშნეთ 2, ხოლო თუ მარცხენა – 1.
4. დაუკარით ტაში.
თუ მარცხენა ხელია ზემოდან, მაშინ ბოლო ციფრი არის – 1, ხოლო თუ მარჯვენა – 2.
წაიკითხეთ შედეგები:
თუ თქვენი ციფრების კომბინაციაა:
2222 – თქვენ მყარი ხასიათი გაქვთ და კონსერვატორი ბრძანდებით. არ გიყვართ კონფლიქტები და კამათი.
2221 – არამყარი ბუნების, მერყევი ხასიათის ხართ.
2212 – კომუნიკაბელური ხართ და პრაქტიკულად, ყველა ტიპის ადამიანთან პოულობთ საერთო ენას.
2111 – ყველაფრის თავად კეთება გიყვართ და არასოდეს ითხოვთ ვინმესგან დახმარებას. თუმცა არამყარი ბუნება გაქვთ.
2122 – ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევით და ხასიათის სირბილით. ყველასა და ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებით და გარშემომყოფების მიმართ ცოტათი ცივი ხართ.
2121 – ეს ციფრების ყველაზე იშვიათი შეხამებაა. დაუცველი ხართ და ადამიანების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევით.
1112 – ემოციური, ენერგიული და გადამწყვეტი ბუნების ადამიანი ხართ.
1222 – ეს შეხამება საკმაოდ ხშირია. არ იჩენთ სიმტკიცეს ცხოვრებისეული საკითხების გადაწყვეტისას და სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით. ამასთან, ემოციური და კომუნიკაბელური ხართ, გაქვთ საოცარი ქარიზმა.
1221 – ემოციურობა, სიმტკიცის ნაკლებობა, ძალიან რბილი და დამთმობი ხასიათი, გულუბრყვილობა – ეს თქვენი ხასიათის ძირითადი ნიშნებია.
1122 – მეგობრული ხართ, მაგრამ ამავე დროს, ცოტათი გულუბრყვილო და უბრალო, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულიც. ცხოვრებისეული ინტერესები კი ბევრი გაქვთ, მაგრამ დრო არ გყოფნით მათ განსახორციელებლად.
1121 – ადამიანებს ზედმეტად ენდობით, დამთმობი ხასიათით გამოირჩევით და შემოქმედებითი ნიჭით.
1111 – გიჟდებით ცვლილებებზე და ეძებთ არასტანდარტულ მიდგომას სტანდარტული საგნების მიმართ. შემოქმედებას თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ძლიერი ემოციები, ინდივიდუალიზმისა და ეგოიზმის ძლიერი გამოვლინება – თქვენი ხასიათის დამახასიათებელი თვისებებია. ჯიუტი ხართ და ეგოისტი, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს, მთელი დატვირთვით იცხოვროთ.
1212 – საოცარი შინაგანი ძალითა და ენერგით გამოირჩევით. ამიტომაც აღწევთ ყველანაირ მიზანს, რასაც კი ცხოვრების რთულ გზაზე დაისახავთ.
1211 – თვითანალიზის უნარი გაქვთ და ცოტათი ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. ამიტომაც რთულად ეგუებით ადამიანებს. თუმცა, ძლიერი სულიერი სამყარო გაქვთ და თუ მიზნად რაიმე დაისახეთ, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებთ.
2112 – მსუბუქი ბუნებით გამოირჩევით, ადვილად პოულობთ მეგობრებს, აბამთ ნაცნობობას და ხშირად იცვლით გართობის სფეროს.
P.S. მთავარია – არ მიიღოთ შედეგები ზედმეტად სერიოზულად. მაგრამ მაინც... იცანით საკუთარი თავი?
ასევე იხილეთ:
თქვენი ხასიათი სიმაღლის მიხედვით - ტესტი 97%-იანი სიზუსტით