ტესტი

ტესტი: მაჩვენე, როგორ პოზაში გძინავს და გეტყვი, ვინ ხარ

ტესტი: მაჩვენე, როგორ პოზაში გძინავს და გეტყვი, ვინ ხარ
ძილი ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ საინტერესოა, ვის როგორ სძინავს, რადგან პოზა ადამიანის ხასიათს აღნიშნავს.

ძილის მიმართ ყველას თავისებური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი ყოველ ოთხ საათში ერთხელ 20 წუთით იძინებდა; ჩარლზ დიკენსი მხოლოდ იმ ოთახში იძინებდა, რომლის ფანჯრებიც ჩრდილოეთ მხარეს გამოდიოდა; მერაია ქერი კი მანამ არ დაიძინებს, სანამ საძინებელს 15 ჰაერგამწმენდით არ დაატენიანებს.

თქვენ როგორ გძინავთ: ზურგზე, გვერდზე თუ მუცელზე? აირჩიეთ თქვენი ვარიანტი და ”აღმოაჩინეთ” თქვენი ხასიათი თავიდან.

პოზა Log


თუ გვერდზე გძინავთ, ხელები კი
სხეულთან ახლოს გაქვთ, უკომპრომისო და უხეში ადამიანი ხართ. თუმცა, ეს არ გიშლით ხელს, რომ ურთიერთობაში მშვიდი და კონტაქტური იყოთ. გიყვართ დიდ კოლექტივში მუშაობა და კარგად გამოგდით ხალხის მართვა. ბევრს ეშინია თქვენი, თუმცა, გირჩევნიათ, რომ გარშემო მყოფები გენდობოდნენ.
პოზა Yearner


თუ გვერდზე გძინავთ, ხელები კი წინ გაქვთ გაშვერილი, მხიარული, გულუბრყვილო და მომხიბვლელი ადამიანი ხართ, თუმცა ზოგჯერ ეჭვიანობაც გიტევთ და ცინიკურიც ხდებით. ნელა მუშაობთ და გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს ფიქრობთ. ხოლო, როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯიუტად ხართ მისი ერთგული.

პოზა ”ჯარისკაცი”

”ჯარისკაცი” - ეს არის ადამიანი, რომელსაც ზურგზე, გაჭიმული ფეხებითა და ხელებით სძინავს. ამ ადამიანებს უყვართ წესრიგი და თანმიმდევრობა. უნდათ გამოჩნდნენ ძლიერები და არ უყვართ ბევრი ლაპარაკი. ”ჯარისკაცს” დიდი მოთხოვნები აქვს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართაც. ამიტომაც არის ხშირად მოწყენილი და როგორც წესი, ხშირად ხვრინავს. 

პოზა Freefaller

ადამიანი, რომელიც მუცელზე იძინებს და ხელები ბალიშის ქვეშ აქვს შეწყობილი, მხიარული, სასიამოვნო და გულღიაა. თუმცა, ხშირად ჭირვეულობს და ღრუბლებშიც დაფრინავს. სინამდვილეში კი ცდილობს, მუდმივად აკონტროლოს სიტუაცია და გარშემო მყოფები. განსაკუთრებით მგრძნობიარეა კრიტიკის მიმართ. 

პოზა Starfish 

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოზაა. მას ზღვის ვარსკვლავს უწოდებენ. ვისაც ასეთ პოზაში სძინავს, ერთგული მეგობარია. მეგობრობა მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. უყვარს გარშემო მყოფების მოსმენა, მათი დახმარება. ზოგჯერ საკუთარ თავზე მეტად ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნავს. 

პოზა ”ემბრიონი”

ასე ძალიან მორცხვ ადამიანებს სძინავთ. მათი განაწყენება უმნიშვნელო მიზეზითაც შეიძლება. თუმცა, გარეგნულად მეტად სერიოზულების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ვისაც ასეთ პოზაში სძინავს, ძალიან ბევრს ფიქრობს საკუთარ პრობლემებზე. ხშირად კი თავად იქმნის პრობლემებს უაზროდ ბევრი ნერვიულობით. თუმცა, გული არ დაგწყდეთ, ძილის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ პოზაში მოსახლეობის 41 პროცენტს სძინავს. მთავარია, ისწავლოთ მშვიდი ცხოვრება და უმნიშვნელო დეტალებზე ნერვები არ მოიშალოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ჯანო
არვარ ჯარისკაცი მაგრამ მძინავს ასეე
23:48 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93