მარადიული ახალგაზრდობის აღმოსავლური ელექსირი - Marao

მარადიული ახალგაზრდობის აღმოსავლური ელექსირი

2014-05-06 10:00:52+04:00

თუ თქვენ ამ ელექსირს რეგულარულად მიიღებთ, სულ მალე ნახავთ, როგორ გადაგეტკიცათ კანი, როგორ გიბზინავთ თვალები, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და სახის კანი საოცრად ჯანმრთელ ფერს მიიღებს. რაც მთავარია, მეხსიერება ერთიასად გაგიუმჯობესდებათ...

ინგრედიენტები:

ლიმონის წვენი - 100 მლ

თაფლი - 200 გრ

ზეითუნის ზეთი - 50 მლ

მომზადების წესი ძალიან მარტივია – უბრალოდ, აურიეთ ყველა კომპონენტი და მიიღეთ უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ელექსირი.

შეგიძლიათ ყოველ დილით ახალ-ახალი პორციები მოამზადოთ.

პროპორცია კი ასეთია (1:2:0,5):

ახალგამოწურული ლიმონის წვენი – 1 ჩაის კოვზი;

თაფლი – 2 ჩაის კოვზი;

ზეითუნის ზეთი – ნახევარი ჩაის კოვზი.