ეს უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს იაპონიისა და ავსტრალიის მეცნიერებმა. მათი მტკიცებით, კუჭისა და ძვლის კიბოს შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიიღონ ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ნარევი 3 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ.
გარდა ამისა, თაფლი და დარიჩინი უებარია:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის:
ყოველდღიურად მიირთვით საუზმეზე პურზე წასმული თაფლში გარეული დარიჩინის ფხვნილი. ეს დაბლა სწევს ქოლესტერინს სისხლში და ინფარქტისგან იცავს ადამიანს. ხოლო, ვისაც გადატანილი აქვს ინფარქტი, მისი გამეორების რისკი ერთიორად მცირდება.
ასევე, თაფლისა და დარიჩინის რეგულარული მიღება აუმჯობესებს სუნთქვას და ამაგრებს გულის კუნთს. ამერიკისა და კანადის ზოგიერთ მოხუცებულთა სახლში პაციენტებისთვის თაფლისა და დარიჩინის რეგულარულმა მიღებამ საგრძნობლად გააუმჯობესა მათი მდგომარეობა.
სისუსტისთვის:
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ თაფლში შაქრის შემცველობა ძალიან სასარგებლოა ძალების მოსაკრებად. ხანშიშესულების მიერ თანაბარი რაოდენობით თაფლისა და დარიჩინის მიღება საგრძნობლად აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მათ ძალებს მატებს.
ექიმმა მილტონმა, რომელმაც ჩაატარა კვლევა, განაცხადა, რომ ყოველდღიურად, უზმოზე და შუადღისას (დაახლოებით 15:00 საათზე) წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლისა და დარიჩინის მიღება ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციებს ჰმატებს.
ართრიტი:
მათ, ვისაც ართრიტი აწუხებს, ყოველდღიურად, დილა-საღამოს უნდა მიიღონ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. ამ ხსნარის რეგულარული მიღება კურნავს ქრონიკულ ართრიტსაც კი.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის უახლოესმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მათ, ვინც რეგულარულად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ 1 სუფრის კოვზ თაფლსა და 1/2 დარიჩინს საუზმემდე, 200 პაციენტიდან 73 ერთ კვირაში სრულიად გათავისუფლდა ტკივილებისგან; ხოლო ერთ თვეში იმ პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც ართრიტის გამო სიარულიც აღარ შეეძლოთ, დაიწყეს გადაადგილება და ტკივილებისგანაც გათავისუფლდნენ.
ქოლესტერინი:
2 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 სუფრის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი დარიჩინი სულ რაღაც 2 საათში სისხლში ქოლესტერინის დონეს 10%-ით დაბლა სწევს. ისევე, როგორც ართრიტის შემთხვევაში, აქაც ამ ნაერთის მიღება რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ.
იმუნიტეტი:
თაფლისა და დარიჩინის ყოველდღიური მიღება ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს ამაგრებს და მას ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლი შეიცავს უამრავ სხვადასხვა ვიტამინსა და რკინას. ასე რომ, თაფლის რეგულარული მიღება სისხლის თეთრ ბუშტუკებს ძალას ჰმატებს, ებრძოლოს ბაქტერიებსა და ვირუსულ დაავადებებს.
შარდის ბუშტის ანთება:
ოდნავ თბილ წყალში გახსნილი 2 სუფრის კოვზი დარიჩინი და 1 ჩაის კოვზი თაფლი კლავს შარდის ბუშტში მიკრობებს.
თმის ცვენა:
თმის ცვენისა და სიმელოტის შემთხვევაში კარგია, თუ თავის დაბანის წინ, 15 წუთით ადრე, თმის ძირებში შეიზელთ შემთბარ ზეითუნის ზეთში არეულ 1 სუფრის კოვზ თაფლისა და 1 ჩაის კოვზ დარიჩინის ნარევს. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კანის ინფექციები:
თაფლისა და დარიჩინის ნარევის (თანაბარი რაოდენობით) დაზიანებულ ადგილებზე წასმა კურნავს ისეთ რთულ კანის დაავადებებს, როგორებიცაა ეგზემა, სოკო და სხვა...
გამონაყარი (აკნე):
3 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინისგან მომზადებული ნიღაბი წაისვით ძილის წინ სახეზე და მეორე დილით ჩამოიბანეთ.
მწერების ნაკბენები:
1 წილ თაფლსა და 2 წილ თბილ წყალში შეურიეთ პატარა კოვზით დარიჩინი და კარგად შეიზილეთ ნაკბენებში. გამოცდილია, რომ ტკივილი და ქავილი 1 წუთში გაივლის.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები:
2 სუფრის კოვზ თაფლში გარეული დარიჩინის პუდრა მიიღეთ ჭამამდე და თქვენ გათავისუფლდებით მომატებული მჟავიანობისგან; ასევე, დაგეხმარებთ საჭმლის მონელებაში.
გაზები:
ინდოეთისა და იაპონიის მეცნიერთა კვლევებმა დაადასტურა, რომ თაფლში გარეული დარიჩინი ამცირებს ნაწლავებში გაზების რაოდენობას და მუცლის შებერილობას.
პირიდან არასასიამოვნო სუნი:
სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლები პირველი, რასაც აკეთებენ დილით, პირში ივლებენ თაფლისა და დარიჩინის წყალში გახსნილ ხსნარს. ეს მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ სასიამოვნო არომატს პირის ღრუში.
სმენის დაკარგვა:
ყოველდღიურად, დილა-საღამოს უნდა მიიღოთ ერთნაირი პროპორციებით შერეული თაფლი და დარიჩინი.
გაციება:
გაციების შემთხვევაში დღეში 3-ჯერ მიიღეთ 1 სუფრის კოვზ შემთბარ თაფლში გახსნილი ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი. გაგათავისუფლებთ ნებისმიერი ქრონიკული ხველისგან, გაციებისგან და გაგიხსნით სასუნთქ გზებს.
გრიპი:
ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლი შეიცავს ნატურალურ ელემენტს, რომელიც გრიპის ბაქტერიებს კლავს და ადამიანს ამ დაავადებისგან კურნავს.
დღეგრძელობის რეცეპტი:
თუ რეგულარულად მიიღებთ თაფლისა და დარიჩინის ჩაის, შეაჩერებთ დაბერების პროცესს. 3 ჭიქა წყალში გახსენით და აადუღეთ 1 კოვზი დარიჩინი, შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ 4 ჩაის კოვზი თაფლი. სვით დღეში 3-4 ჯერ ¼ ასე მომზადებული ჩაი და თქვენი კანი მუდამ ახალგაზრდა იქნება.