დღეს ყველა ქალს როდი აქვს საშუალება, ძვირად ღირებული ტანსაცმელი შეიძინოს, კარგად გამოიყურებოდეს - ეს კი ყველას სურს. ამ შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, რომ ტანსაცმლის ფერი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხარისხი და თარგი.
ფერების მოდა ცვალებადია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საბაზისო ფერი, რომლებიც აქტუალობას არასოდეს კარგავს და ყველა სეზონში მოდაშია.
აი, 3 ფერი, რომლებიც დაგეხმარებათ, მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.
თეთრი
ზაფხულის ტრადიციული ფერი 2016 წლის მოდური ჩვენებების ფავორიტი გახდა. თეთრი სამოსი აქტუალურია ნებისმიერ სეზონზე. ეს ფერი თითქოს ეუბნება გარშემომყოფებს: "ჩემი კეთილდღეობა საშუალებას მაძლევს, არ ვისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემი უბნის ქუჩები კი მუდამ სუფთაა".
თეთრი ამ სეზონში ძალზე აქტუალურია. შეგიძლიათ შეარჩიოთ მთლიანად თეთრი ფერის სამოსი და დაამატოთ კონსტრასტული შავი ფერის ან ნეიტრალური რძის ან ყავისფერი აქსესუარები.
თეთრს ასევე შეუხამებთ ცისფერს, ნაცრისფერს, ვარდისფერს, ატმისფერს და სხვა ფერებს.
წითელი
წითელი - თამამი ქალების ფერია. ის მამაკაცების ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. წითელი სამოსის ჩაცმისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ლამაზ მაკიაჟსა და ვარცხნილობას.
უმჯობესია, წითლისა და შავის კლასიკური შეხამება არ გამოიყენოთ - ეს ძალზე დრამატულად გამოიყურება. აირჩიეთ ქვიშისფერი ან კრემისფერი.
წითელი ფერის ჩანთა ან ფეხსაცმელი აუცილებლად შეგმატებთ სტატუსს, თუნდაც ყოველდღიურ სამოსს შეუხამოთ.
მუქი ლურჯი
ეს ფერი დაუმსახურებლად იქნა მივიწყებული მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ტრიუმფალურად დაბრუნდა ამ ზამთარს. მას განსაკუთრებით აფასებენ ელეგანტურობის გამო. მუქ ლურჯს შესანიშნავად შეუხამებთ წითელსა და თეთრს.
მკაცრი ლურჯი ფერი ასევე უხდება მოდური ფერის "ჩამელ" პალტოებსა და ჟაკეტებს.
მთლიანად ლურჯი ფერის სამოსი სხეულს მეტად მოხდენილს აჩენს. შეგიძლიათ დაამატოთ წითელი და თეთრი ფერის აქსესუარები.