მოდის სამყარო ცვალებადია, უნდა მოასწრო თვალყურის დევნა. ზოგი რამ ტრენდში რამდენიმე სეზონის განმავლობაში რჩება და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ბრუნდება, ზოგი კი მხოლოდ ერთი სეზონია აქტუალური და დავიწყებას მიეცემა.
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, მოაწყოთ გარდერობში რევიზია და გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან.
კაფი
ერთ დროს ეს მასიური საყურეები აღფრთოვანებას იწვევდა, დღეს კი მათი ტარება მოვეტონია. უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ისინი მოდური და კომპაქტური „ლურსმნებით“.
სანდალი-გლადიატორები
მაღალი სანდლები უამრავი თასმით - წარსულშია. კაშკაშა იმიჯის შესაქმნელად, ჩაიცვით მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი.
მოსახსნელი საყელო
ტანსაცმლის ამ ნაწილს ნებისმიერ სამოსს უხამებდნენ. დღეს ეს უკვე სასაცილოდ გამოიყურება. უმჯობესია, იმიჯი კოლიეთი ან ყელსაბამით შეავსოთ.
ასიმეტრიული კაბა
ეს ორიგინალურად მიიჩნეოდა გასულ სეზონში. მოდაში კვლავ კლასიკაა, მიდი-სიგრძის კაბა - ყველაზე ოპტიმალურია.
პლისირებული გრძელი ქვედაბოლო
პლისირებული ქვედაბოლო რეტროს ეპოქიდან მოვიდა. ის უკვე არ გამოიყურება მიმზიდველად.
ბანდაჟური კაბა
ბანდაჟურმა კაბებმა დატოვეს მოდის ინდუსტრია, თანაც, ის ყველას არ უხდება და გამოკვეთს სხეულის ნაკლს. თავისუფალი სილუეტები - აი, რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა 2017 წელს.
ბასკა
ეს ტანსაცმლის დამატებითი ელემენტია, რომელიც მოკლე ქვედაბოლოს ჰგავს. მისი ტარება უკვე მიღებული არ არის.
ეკლები
ეკლები მოდაში ვალენტინომ შემოიტანა, მაგრამ მან აქტუალობა დაკარგა. აირჩიეთ კლასიკური სტილი, ვულგარულად რომ არ გამოიყურებოდეთ.
გახეხილი ჯინსები
გახეხილი, დახეული და გარდამავალი ფერებით ჯინსები უკვე მაგარი არ არის. ისინი ერთი ტონის სქინიმ ჩაანაცვლა.
სნიკერსები
სნიკერსები, კედები პლატფორმაზე, ერთ დროს ორიგინალურად მიიჩნეოდა, მაგრამ ძალიან არაპრაქტიკული აღმოჩნდა. სპორტული ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, სიმაღლესა და შარმს კი კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი სძენს.