მოდა

მოდური საბაზისო გარდერობი: როგორ ვატაროთ ცისფერი პერანგი

მოდური საბაზისო გარდერობი: როგორ ვატაროთ ცისფერი პერანგი
თეთრი პერანგი ოფიციალური და ხშირად მოსაწყენია. მის ჩანაცვლებას მოდური და უპრეტენზიო ცისფერი პერანგით შეძლებთ.
ცისფერი ლურჯის "ნათესავია", მაგრამ ის საკმაოდ მკაცრი და ძლიერი ფერია. ცისფერი კი იდეალურად ეხამება როგორც კლასიკურ მამაკაცურ კოსტიუმს, ასევე ყოველდღიურ ქალურ გარდერობს და სპორტულ სამოსს.



მასთან ერთად შეგიძლიათ, არაორდინარული ფერისა და თარგის ელემენტები შეახამოთ. მას უხდება ტყავის ქვედაკაბა და შარვალი. ჩელსი და მოტო ჩექმა, ლეოპარდის პალტო და ტყავის ქურთუკი.




ცისფერ პერანგს უხდება კლასიკური სამკაულებიც და მასიური საათიც, სამაჯურებიც, არაორდინარული საყურეები, ვიწრო და სამკუთხა (ყელის), შარფები. აგრეთვე,
ბერეტიც და ჩალის შლაპაც. მასიური ჩანთაც და კლატჩიც.







ცისფერ პერანგთან შეგიძლიათ ჩაიცვათ კარდიგანი, კაბა-წინსაფარი, ჯინსის სარაფანი, კორსეტი, ჟილეტი, ბლეიზერი. თუმცა, მას სპორტული სამოსიც უხდება: გრძელი ან დამოკლებული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ტოპი...








დაბოლოს, ცისფერი პერანგი ეს არის ის საბაზისო სამოსი, რომელსაც ყოველდღე განსხვავებულ შეხამებას მოუძებნით და იდეალურად იქნებით გამოწყობილი.

იხილეთ ასევე: რასთან და როგორ ვატაროთ „ოქროსფერი პორტვეინი“ ამ შემოდგომაზე



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28