უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ბორდოსფერის ვარიაციები იყო მოდაში, მაგრამ 2018 წელს სიმუქისა და სიმკვეთრის ნაცვლად თავშეკავებულობა და ელეგანტურობა შემოდის მოდაში.
მომავალი წლის მოდური ტრენდი - ფერი ტაუპია. სულ ახლახან ის ქერებისთვის წარბების იდეალური გაფორმებისთვის გამოიყენებოდა, ახლა კი მასში ყველა ვიზაჟისტი და ინტერიერის დიზაინერია შეყვარებული.
ჩვენი მოგითხრობთ, თუ როგორ შეიძლება ამ ფერის გამოყენება. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მრავალწახნაგოვანია ის.
ამ ფერმა სახელწოდება თხუნელის ერთ-ერთი სახეობიდან მიიღო, რომელსაც ნაცრისფერ-მოყავისფრო ბეწვი აქვს და იასამნისფერი დაჰკრავს.
ფერის გამოყენება
მაკიაჟი
ტაუპი დდი ხანია მაკიაჟში გამოიყენება. ყოველდღიური გამოსვლისთვის ის უბრალოდ იდეალურია. ეს ფერი თვალის ნებისმიერ ფერს იდეალურად გამოკვეთს. აირჩიეთ ტაუპის ფერის სკულპტორი, თუ გსურთ, რომ ყვრიმალები მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეს. ასევე ძალიან ქალურად გამოიყურება ამ ფერის მანიკიური.
ინტერიერი
ტაუპის ელფერის ინტერიერი ძალიან რბილი და სასიამოვნო გამოდის. ასეთ ოთახში მუდამ შეძლებ მოდუნებას. ტაუპის გამოყენება შესაძლებელია კედლების ან ჭერის დეკორირებისთვის. ძალიან ლამაზად გამოიყურება ტაუპის ფერის ფარდები.
ტანსაცმელი
კრემისფერი - ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ფერია სამოსში, მაგრამ ტაუპი შესაძლებლობას იძლევა, კიდევ უფრო ქალური და ამავდროულად, ულტრათანამედროვე იმიჯი შეიქმნას. ამ ფერის გაზავება სხვა საბაზისო ფერებთან ან უფრო მკვეთრ ელფერებთან შეიძლება. ძალიან ლამაზად გამოიყურება ქსოვილები, რომლებზეც ტაუპის სხვადასხვა ელფერი ერთმანეთში გადადის.
საოცარია, თუ როგორ აკეთილშობილებს ეს მოკრძალებული ფერი. მოდის ინდუსტრიაში ის უკვე აღიარეს საბაზისო ფერად, რომელსაც სხვა ფერებს იოლად შეუხამებ. ინტერიერში კი ის მართლაც ღვთაებრივად გამოიყურება.