ყველაზე ფერადი სამოსი და მუდმივად მხიარული განწყობა, რომელიც გარშემომყოფებს ხალისით ავსებს - ეს გია ჯაჯანიძის სავიზიტო ბარათია, რის გამოც უამრავი გულშემატკივარი ყოველ ჯერზე მის გამოჩენას ელის. OK! ცნობილ ტელეწამყვანს საკუთარ იმიჯსა და განსხვავებულ სტილზე ესაუბრა.
როდის იპოვეთ სტილი, რომელიც ახლა გია ჯაჯანიძისთვის ასეთი დამახასიათებელია?
ასეთად დავიბადე. ჩემი სტილი არც გამომიგონია, არც მიძებნია და მიმიგნია. ეს ორგანულია, ჩემი ჩაცმულობა ინსტინქტია. რაც მინდა, ყოველთვის იმას ვიცვამ; თუ მომინდება, ტანსაცმელს ზეწრისგანაც შევკერავ და იმით ვივლი.