ბევრ გოგონას თმის აქსესუარებზე ბაფთები, ფერადი თმის რეზინები და თმის სარჭები ახსენდება ბავშვობიდან. თანამედროვე აქსესუარები, რა თქმა უნდა, სხვანაირად გამოიყურება, ეფექტური აქცენტები ვარცხნილობაში თქვენს იმიჯს განსაკუთრებულად წარმოაჩენს. ბროშები, სარჭები, ცხვირსახოცები და ახალი ტენდენცია თმის ბიჟუტერიის სახით წამყვანი ბრენდების კოლექციებს დიდი ხანია ამშვენებს. "მარაომ" თავი მოუყარა თქვენი თმისთვის შემოდგომა-ზამთარი 2019/20-ის საუკეთესო ვარიანტებს.
თმის სარჭები თვლებით
- თვლებით გაწყობილი თმის სარჭები Dolce & Gabbana-ს ჩვენებიდან იღებს სათავეს. უხდება საღამოს წვეულებებს. თმას მატებს ელეგანტურსა და სადღესასწაულო იმიჯს. ბრჭყვიალა აქსესუარებს უხდება მაკიაჟი ძველი ჰოლივუდის სტილში: ისრებითა და წითელი ტუჩსაცხით. ყვავილებიანი დიდი კრისტალები კი Versace-მ წარადგინა თავის ჩვენებაზე. ბრენდი გვთავაზობს, ასეთივე ბრჭყვიალა სამკაულებთან ერთად მოვირგოთ. დონატელა მგონი დარწმუნებულია, რომ სიბზინვარე ბევრი არასდროს არის.
ბაფთები
- Rodarte-ის მოდელებს სწორედ მასშტაბური ბაფთები ამშვენებდა ჩვენებაზე. იდეალურად ავსებდა ბზინავი მაკიაჟი გლითერებით ტუჩებსა და ქუთუთოებზე. ლენტი ბაფთის ფორმით ამშვენებდა გოგონების კუდებს Philosophy di Lorenzo Serafini-ს ჩვენებაზეც. შავი აბრეშუმის ბაფთა კი ნებისმიერ იმიჯსა და მაკიაჟს მოუხდება.
Homemytri.Com" width="640" style="border: 0px;" />
ბუმბული
- პენელოპა კრუსმა Chanel-ის ჩვენებაზე პოდიუმზე გაიარა თმაზე დამაგრებული ბუმბულით და ბაფთით შავი ლენტისგან - ორი ტრენდი ერთდროულად! მუქთმიანი კინოვარსკვლავის თმაზე საკმაოდ ჰაეროვნად და ეფექტურად გამოიყურებოდა ბუმბული, ხოლო თუკი მომცრო ზომის მოგეჩვენათ, უფრო მასშტაბური ბუმბულები Loewe-მა წარადგინა, ასე კი ნამდვილად ადვილი შესამჩნევი იქნებით ნებისმიერ დიდ წვეულებაზე.
თმის სარჭები
- თმის სარჭები თითქოს იმისთვის არის შექმნილი, რომ შეუმჩნევლად დარჩეს, ხოლო თუკი ბევრია და კონტრასტშია თქვენს თმასთან, მაშინ ვარცხნილობის მთავარ შტრიხს უსვამს ხაზს. Lela Rose-ის ჩვენებაზე წინამოებს სწორედ ბევრი მასიური შავი თმის სარჭი ავსებდა.
ლოგოტიპები
- სიტყვა Chanel-ის თმაზე მორგება - ლუქსის ახალი საფეხურია. სარჭები წარწერით საკმაოდ ლამაზად გამოიყურება ყველა ფერის თმაზე. L’Oreal Paris-ის სახე არაია ჰარგეითი, მაგალითისთვის, თმაზე უამრავ სარჭს ირგებს Gucci-ს ლოგოტიპით. წარწერიანი სარჭები კი აუცილებლად ასათვისებელი ტრენდია.
წყარო