როგორ ჩაიარა ანუკი არეშიძის ახალი კოლექციის ჩვენებამ - Marao

როგორ ჩაიარა ანუკი არეშიძის ახალი კოლექციის ჩვენებამ

2019-11-04 11:58:08+04:00


ანუკი არეშიძე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი დიზაინერია თანამედროვე მოდის სამყაროში, რომლის ჩვენებებს წლიდან წლამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ცნობილი დიზაინერი და მოდის ექსპერტი ელოდება. განსხვავებული ლოკაციები, მომაჯადოებელი მუსიკა - სხვა რა არის საჭირო დაუვიწყარი დეფილესთვის?

Image may contain: 1 person, standing, sky, tree and outdoor

დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს მარადმწვანე მცენარის - ნაძვის ნერგები დაახვედრა. ლოკაციაც ბუნების წიაღში, ნაძვებით გაწყობილ გარემოში იქნა შერჩეული. ანუკიმ თავისი ახალი კოლექცია სინაზითა და ქარიზმატულობით შეავსო: თეთრი ფერის ორეულებს, სალათისფერ, ფოსფორისფერ ყვითელ საღამოს კაბებსა და ვარდისფერი პრინტებით გაწყობილ ჰაეროვან კაბებზე, მოდელებმა დიზაინერის მასიური ბაფთებიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგეს, ხოლო აქსესუარის სახით თვლებით გაწყობილი ყელსაბამები ამშვენებდათ.

anouki spring summer 2020-ის სურათის შედეგი

მომავალი წლის აქტუალური ტრენდი ანუკის სტილში კი უკვე ყველასათვის კარგად მისახვედრია, თუ რა იქნება: მეტი სითეთრე, ფოსფორი, ბაფთა და თვლები.

anouki spring summer 2020-ის სურათის შედეგი

მოდის მიმდევარ გოგონებს კი ისღა დაგვრჩენია, ჩავინიშნოთ და გარდერობი მოვამზადოთ აქტუალურ ტენდენციურ ლუქებზე დაყრდნობით.

anouki spring summer 2020-ის სურათის შედეგიanouki spring summer 2020-ის სურათის შედეგიanouki spring summer 2020-ის სურათის შედეგიImage may contain: 5 people, people smiling, outdoor