ასეთი კაბები თამამი "ფიფქიებისთვის" არის განკუთვნილი.
ბელა ჰადიდს ასაკის მატებასთან ერთად ეცვლება სახის ფორმა, თმის სიგრძე და ბრენდების ჩამონათვალი, რომლებთანაც უწევს თანამშრომლობა, თუმცა არ იცვლება მისი ზედმეტად გულახდილი მოკლე კაბებისადმი სიყვარული, რომელიც გამჭვირვალობითა და ზედმეტად გამოყვანილი სილუეტებით გამოირჩევა.
თუკი კაბა შავი ფერის არის, აუცილებლად შეხსნილი ზურგი უნდა ჰქონდეს; თუკი ლეოპარდის პრინტით, მაშინ ნახევრად გამჭვირვალე ნაჭრისგან უნდა იყოს შეკერილი, ხოლო თუკი ბაცი ყავისფერია, გამოკვეთს სხეულის ფორმებსა და მოდელის სილუეტს.
ასიმეტრიული ჭრილები, მინი-სიგრძე, ბადე - ყველაფერი ეს იდეალურად უხდება ახალი წლის წვეულებებს. თუკი სითამამე გეყოფათ, მაშინ ჩაინიშნეთ მოდელის ლუქები.
წყარო