3 ვარიანტი, თუ რას შევუხამოთ ტყავის ქვედაბოლო - Marao

3 ვარიანტი, თუ რას შევუხამოთ ტყავის ქვედაბოლო

2019-12-24 16:33:34+04:00


მარტივი შეხამება ნებისმიერი შემთხვევისთვის

С чем носить кожаную юбку этой зимой: 3 идеи (фото 4)

სტერეოტიპების კვალდაკვალ, ზამთარი - საუკეთესო პერიოდია ქვედაბოლოების ჩაცმის კუთხით, განსაკუთრებით, თუკი ტყავის არის. ამ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ მიდი-ქვედაბოლოებს, ხოლო სტილისტები - უჩვეულო მატერიის ნაჭრებს. „მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ, რომელ ქვედაბოლოებზე ღირს „ნადირობა“ წინასაახალწლო ფასდაკლებებზე და რაც მთავარია, რას შევუსაბამოთ ისინი.

პერანგთან ერთად

  • ყველაზე ხშირი შეხამება - ტყავის ქვედაბოლო და პერანგია. ამ შემთხვევაში „ქვედა“ უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ლაკონური, ხოლო „ზედაზე“ ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად მისაღებია. ეცადე, ატარო ვიქტორიანული სტილის პერანგები, ტოპები მაცულობითი მკლავებით ან ოვერსაზ-ზედები შენი შეყვარებულის კარადიდან. რაც შეეხება ფეხსაცმელს, უმჯობესია შეარჩიო ჩექმები მუხლს ზემოთ ან ბოტფორდები ქუსლზე.
С чем носить кожаную юбку этой зимой: 3 идеи (фото 1)

ტყავის TOTAL LOOK

  • ამ ზამთარს შეგიძლია თამამად შეიმოსო მთლიანად ტყავებში. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუკი გარდერობს შემატებ პასტელური ფერის ან გველის პრინტის ქვედაბოლოებს, რომელიც თავისუფალი სტილის კოსტიუმებს და ჩექმებს იდეალურად შეავსებს. არ დაგავიწყდეს აქსესუარები - მკვეთრი ჩანთა Jacquemus А4-ის სტილში და მასიური ჯაჭვი-ყელსაბამი.

ზამთრის ზედებთან

  • ყოველდღიური სეირნობებისთვის და მეგობრებთან შეხვედრებისთვის შეიძინეთ ჩაჭრილი ქვედაბოლო კომფორტულ ზედასთან ერთად Acne Studios-ს ან Ganni-ს სტილში, ხოლო ლუქს დაასრულებს მაღალყელიანი თეთრი ჩექმები მყარ ქუსლზე და დაწნული ბესთსელერი Bottega Veneta-სგან.
С чем носить кожаную юбку этой зимой: 3 идеи (фото 7)

წყარო