მარგალიტი, ოქრო და კრისტალები თმებში თქვენს სადღესასწაულო ლუქს გამოაცოცხლებს.
თუკი საახალწლოდ უკვე შეარჩიეთ ფეხსაცმელი, იყიდეთ შავ-თეთრი საღამოს კაბა, ხოლო შინაგანი ხმა გთხოვთ, ახალი წლის ღამეს თმებიც განსაკუთრებით ლამაზად წარმოაჩინოთ, თქვენ გადარჩენას წლის ყველაზე ტენდენციური აქსესუარები შეეცდებიან, გაწყობილი მარგალიტის თვლებით, კრისტალებით და ოქროთი.
ასეთი თმის აქსესუარების მთავარი ვარსკვლავი მოდის მიმდევარ გოგონებს შორის streetstyle ქრონიკების დედოფალი ვანესა ჰონგია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს არა ერთს, არამედ ბევრ თმის სამაგრს ერთდროულად თმაზე.
თქვენ შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ, თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ თმის სამაგრები ერთნაირია. ჩვენ კი შეგირჩიეთ გამორჩეულად ლამაზი, ბრჭყვიალა სამაგრები მიმდინარე კოლექციებიდან - Shrimps-ის, Simone Rocha-ს, Erdem-ის, Rosantica-სა და სხვა ბრენდებისგან, რომლებიც ლამაზი დეტალით მიიქცევს ყველას ყურადღებას.
წყარო