ქეით მიდლტონი, მარგო რობი, ემილია კლარკი, ზოი კრავეცი და ბევრი სხვა ცნობილი სახე წითელ ხალიჩაზე ბრიტანული პრემიიდან.
2 თებერვალს ბრიტანულ ალბერტ-ჰოლში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი Bafta. საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლისთვის დაჯილდოვდა რენე ზელვეგერი ფილმიდან „ჯუდი“, საუკეთესო მამაკაცის როლისთვის - ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერი“, ლოდა დერნი ფილმისთვის „საბედისწერო ისტორია“, ბრედ პიტი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმიდან „ერთხელ ჰოლივუდში“ - ვინაიდან თავად ვერ დაესწრო პრემიას, სამადლობელი სიტყვები გადასცა მარგო რობის.
საუკეთესო სიუჟეტისთვის ქანდაკება სემ მენდესს ერგო ფილმისთვის „1917“. სტუმრებს შორის იყვნენ სკარლეტ იოჰანსონი, ზოი კრავეცი, ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად და სხვა პირველი რანგის ვარსკვლავები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი წვეულებიდან იყო ის, რომ წვეულება ეკოლოგიას ეძღვნებოდა. შესაბამისად, სტუმრებს სთხოვეს, მოერგოთ ტანისამოსი წინა კოლექციებიდან.
რა მოხდა ყველაზე გემოვნებიან და უგემოვნო ლუქებში, იხილეთ ჩვენს ფოტოგალერეაში.
საუკეთესო:
ყველაზე საშინელი:
წყარო