ჩაინიშნეთ, რომელ სტილს და ფერს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად.
ვერძი
- ეს ცეცხლის სტიქიის ნიშანი ბუნებისგან გასაოცარი ქარიზმატულობით და მიზანდასახულობით არის დაჯილდოებული. იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ ძლიერ მხარეებს, ასტროლოგები ურჩევენ ვერძებს მკვეთრი წითელი ფერის მორგებას, მაგალითად, შარვლები ზოლით, მკაცრი ტოპი ან ჩანთა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცეცხლისფერში.
კურო
- კუროებს უყვართ სიმშვიდე, საიმედოობა და სიწყნარე. რეივებზე მეტად მათ მყუდრო საღამოები საყვარელ რესტორანში ან ქალაქში სეირნობა მოსწონთ. ამ ჰარმონიის შენარჩუნებაში კი კუროებს მუქი ლურჯი ფერი დაეხმარებათ: ლაკონური ჯინსები, ტევადი ზურგჩანთა, თბილი ჰუდი - არაფერმა უნდა შეგიზღუდოთ მოძრაობა და სამყაროს შემეცნება.
ტყუპები
- მოდის მიმდევარ ტყუპებს ვურჩევთ, თვალი ყვითელ ფერს დაადგან. მათ განკარგულებაშია ლიმონისფერი, ბანანისფერი და მკვეთრი ნეონისფერი. ეს ფერი გულწრფელობის, ცნობისმოყვარეობის და ცხოვრების სიყვარულის სიმბოლიზირებას ახდენს, რაც თქვენი ძლიერი მხარეა. ბოტეგა ვენეტას ქურთუკი, ორეული და გაემართეთ სამყაროს მოსანუსხად.
კირჩხიბი
- კირჩხიბები ემოციურები და გამჭრიახები არიან, მალავენ ემოციებს, ნაცრისფერი კი მათთვის ყველაზე კომფორტულია, დაგეხმარებათ საკუთარი თავის უსაფრთხოდ შეგრძნებაში, თეთრ დეტალებთან სინთეზში კი ყველაზე მოდური იქნებით.
ლომი
- მამაც, ამბიციურ და ჭკვიან ლომებს უხდებათ ოქროს სიბრწყინვალე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ გოგონებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სწორედ თქვენი შესაფერისია "სენ ლორანის" პერანგი, რომელიც თხევად მეტალს ჰგავს; "პრადას" ჩანთა კი მეტ აღტაცებას გამოიწვევს გარშემომყოფებში.
ქალწული
- ამ ნიშნის წარმომადგენლების განსაკუთრებული სისუსტე სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ, ხოლო მიწისფერი გარდერობში, მაგალითად, ნიგვზისფერი და კარამელისფერი ტანისამოსი იდეალური პორტატული ელემენტის ფუნქციას შეგითავსებთ.
სასწორი
- თავმდაბალი და ნაზი სასწორები ცისფერი აქსესუარებით და ტანისამოსით უნდა აღიჭურვონ. პასტელური ფერი დაგეხმარებათ ძლიერი მხარეების წარმოჩენაში და წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. "ჟაკმუსის" ჩანთა და "ჯილ სანდერის" ცისფერი კოსტიუმი სათვალეებთან ერთად თქვენს კარმას განსაკუთრებით გაალამაზებს.
მორიელი
- უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, არიან ვნებიანები და გავლენის მოყვარულები. შესაბამისად, სისხლისფერი-წითელი მათი პალიტრაა. სწორედ ეს ფერი შეესაბამება თქვენს რთულ ხასიათს და შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და ქარიზმატულობას. მოირგეთ ღვინისფერი კაბა, ალისფერი ჩანთა და რაფინირებულ წვეულებაზე ყველას დაჰიპნოზება უდავოდ გამოგივათ.
მშვილდოსანი
- ცეცხლოვანი მშვილდოსნები ავანტიურისტები არიან, ყურადღების მიპყრობაში კი იასამნისფერი დაეხმარებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა გათვლა ნაჭერსა და პრინტებიან ჩანთებზე უნდა გააკეთონ, იისფერი კი დაეხმარებათ ლიდერის თვისებების გამოვლენაში.
თხის რქა
- ამბიციური და პრაგმატული თხის რქებისთვის, ასტროლოგების აზრით, იდეალურია უნივერსალური ფერები და კომფორტული ტანისამოსი ყავისფერში. სწორედ ხის მერქნის ფერი, სველი ქვიშისფერი შეძლებს მათში მეტი სიძლიერის გაღვივებას.
მერწყული
- დამოუკიდებელი და მსუბუქი მერწყულისთვის პიტნისფერი და მწვანე ფერთა პალიტრაა იდეალური, ყველაზე მოდური ფერები კი მათ შინაგან თვისებებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ლონგსლივები იზაბელ მარანტისგან ფსიქოლოგიურ სიმდგრადეს და რთულ პროექტებთან გამკლავებას განაპირობებს.
თევზები
- თუკი ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, თქვენში 1980-იანების სულია. მიიღეთ გულწრფელი მილოცვები, ვინაიდან მიდრეკილი ხართ სამყაროს იდეალიზირებისკენ. რომანტიკული და შემოქმედი თევზები ჰაეროვან ვარდისფერში უნდა ბრწყინავდნენ. საკვანძო მომენტი სწორედ ბრწყინვალებაა, რაშიც დაგეხმარებათ პაიეტები, მეტალი და ყველაფერი ის, რაც ბრწყინავს.
წყარო: vogue