დემნა გვასალია ქართველებისგან კრიტიკის მსხვერპლი საკმაოდ ხშირად ხდება. გულშემატკივრები დიზაინერს ქართველი ფანების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ დემნა ხშირად არ იმჩნევს ან აიგნორებს მათ.
რამდენიმე დღის წინ დემნას ხელმძღვანელობით, "ბალენსიაგას" მორიგი ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე დემნამ საკუთარი კოლექცია უკრაინისადმი საჯარო მხარდაჭერის გამოსახატავად გამოიყენა.
ჩვენებას დაესწრო საბა ბახიაც. სოციალური ქსელებიდან მისი სახელი "ბალენსიაგას" თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის. ვინაიდან დემნა სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის და ჟურნალისტებსაც თითქმის არასდროს ესაუბრება პირადად, მისი შემოქმედებისა და მიღწევების შესახებ Demnagram-ის ინსტაგრამ გვერდიდან ვიგებთ.სწორედ მისი შემქმნელი გახლავთ საბა ბახია, რომელიც გვასალიას პირადად შეხვდა.
„ეს იყო ასრულებული ოცნება! როდესაც DEMNAGRAM–ის შექმნა გადავწყვიტე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდებოდი. დემნამ და მისმა "ბალენსიაგამ" მთლიანად შეცვალეს ჩემი მოდისადმი დამოკიდებულება. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, რამდენად მადლიერი ვარ დემნასი და "ბალენსიაგას" მთელი გუნდის.“ - ნათქვამია საბას "ინსტაგრამპოსტში."
დემნა გვასალიასთან შეხვედრის გარდა, საბა კიმ კარდაშიანსაც შეხვდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა. „კიმს ვკითხე, თუ იცის DEMNAGRAM-ის შესახებ და მითხრა, რომ იცის“ - დაწერა ბახიამ.
ამჯერად კი ის მორიგი წარმატების შესახებ წერს: "DEMNAGRAM is officially supported by BALENCIAGA! არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.ჩემი გვერდის მნიშვნელობა ყოველთვის გააზრებული მქონდა, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი, მაინც ძალიან წარმოუდგენელია. 2017 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა "DEMNAGRAM’’ გვერდი, დემნამ მომწერა - “გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს და ეს აუცილებლად კარგ ადგილას მიგიყვანს.” - და ზუსტად ასე მოხდა.
წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ რომ ოცნებები მართლა ხდება და, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ ამისთვის ბევრს იშრომებ. მიჭირს სიტყვებით ჩემი ემოციების გადმოცემა. დემნამ სრულად შეცვალა ჩემი ხედვა მოდისადმი. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები შენი დემნა! YOU ARE MY FOREVER HERO" - წერს საბა ბახია.