„ბოლო რამდენიმე თვე ვეძებდი თავშესაფარს...“ - რა თქვა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე და როგორ ჩაიარა სკანდალის შემდეგ გამართულმა პირველმა ჩვენებამ - Marao

„ბოლო რამდენიმე თვე ვეძებდი თავშესაფარს...“ - რა თქვა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე და როგორ ჩაიარა სკანდალის შემდეგ გამართულმა პირველმა ჩვენებამ

2023-03-06 13:08:37+04:00


მოდის კვირეულებს ცნობილი ფრანგული ბრენდი Balenciaga დაუბრუნდა. პარიზი კი ის ადგილია, სადაც დემნამ ცნობილი სკანდალის შემდეგ პირველი ჩვენება გამართა.

როგორ დაანონსებული და მოსალოდნელი იყო, დემნას სხვა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად თითქმის სრულად იყო მოხსნილი შოუს ელემენტები და ქართველმა დიზაინერმა სრული აქცენტი გააკეთა სამოსზე.

საინტერესოა, რომ წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ეს შოუ არ გადაიცემოდა სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით. სტუმრებს კი მოსაწვევზე დემნამ ასეთი წერილი დაუწერა:

"ბოლო რამდენიმე თვე ვეძებდი თავშესაფარს ჩემი სიყვარულისთვის მოდის მიმართ და ის ინსტინქტურად ვიპოვე სამოსის შექმნაში. ეს მე კიდევ ერთხელ მახსენებს მის შთამბეჭდავ ძალას, რომ თავი ბედნიერად მაგრძნობინოს და ნამდვილად გამოვხატო საკუთარი თავი.

წაიკითხეთ სრულად