კოკო (გაბრიელ) შანელი დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთში. უსახსრობის გამო იზრდებოდა უდედმამო ბავშვთა სახლში...
გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში მისი ”იმპერიის” შემოსავლები წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. მის გარდერობში გარდაცვალების შემდეგ იპოვეს მხოლოდ სამი კარგი კოსტიუმი.
1. ყოველ დილით ის იწყებდა ცხოვრებას თავიდან.
2. ნებისმიერ შემხვედრ წინაღობას განიხილავდა” როგორც ახალი მიმართულების მაჩვენებელს.
3. შანელი თავს არიდებდა შემთხვევით ადამიანებს.
4. სიყვარული მისი მასწავლებელი გახდა.
5. კოკო შანელმა საკუთარი ცხოვრების წესად და ნიჭის მამოძრავებელ ძალად პარადოქსები გაიხადა.
6. დამოუკიდებლობა იყო მისი ღმერთი და ცხოვრების აქსიომა.
7. შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდ უპირატესობად მიიჩნეოდა.
საინტერესოა:
კოკო შანელის დაბადებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად” შანელის მოდის სახლის ხელმძღვანელმა კარლ ლაგერფელდმა” წარმოადგინა 5 ევროს ნომინალის მონეტის დიზაინი კოკო შანელის გამოსახულებით. ოქროს მონეტა (ტირაჟი 99 )- 5900 ევროდაა შეფასებული” ხოლო ვერცხლის (ტირაჟი 1000 ) - 45 00ევროდ.
რა დაუტოვა კოკო შანელმა მოდას?
. კოკო შანელმა შემოიღო ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა;
. ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჟუტერია აქცია მოდურად;
. ქალბატონის შარვალი;
. მოკლე ვარცხნილობა;
. უნიკალური ””პატარა შავი კაბა” და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური;
. პატარა ელეგანტური ქუდები;
. გარუჯული კანით სიარული;
. დიდი სათვალე.
კოკო შანელის ფრაზები:
. თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას.
. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა!
. ძალიან ძვირფასი სამოსი აბერებს.
. თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი.
. არსებობენ მდიდარი ადამიანები და ადამიანები, რომელთაც აქვთ ფული.
. სად გამოვიყენოთ კოსმეტიკა? - სად გსურთ რომ გეამბორონ?
. ახალგაზრდული მოდა პლეონაზმია - სიბერეში კი ის საერთოდ არ არსებობს.
. მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან.
. მოდა არქიტექტურას ჰგავს _ პროპორციების საქმეა რა...
. მოდა აღარ არსებობს, ის რამდენიმე ასეული ადამიანისთვის იქმნება.
. მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას, ქალბატონთა მოდაში ამას ზოგჯერ მასკარადამდე მივყავართ.
. იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, საკუთარი თავი ხშირად უნდა ცვალო.
. თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.
. 50 წლის მერე, სათვალავში უკვე დღეებია.
. სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.
. დიდება ეს არის მარტოობა.
. დრო არსებობს საქმისთვის და სიყვარულისთვის, სხვა არანაირი დრო არ შეიძლება იყოს.
. მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.
. მოდა გადადის, სტილი რჩება.
. ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს.