ცნობილი ქართველი დიზაინერის - ანუკი არეშიძის სამოსი ამჯერად პოპულარულმა ინგლისელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ჯესი ჯეიმ მოირგო.
მომღერალმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ჯესიკა ელენ ქორნიშია, სამოსი ანუკის კოლექციიდან Werchter Boutique 2018-ის ფესტივალისთვის შეარჩია და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსი ქართველმა დიზაინერმა გასულ წელს წარუდგინა მოდით დაინტერესებულებს.
დიზაინერმა სასიამოვნო სიახლის შესახებ საკუთარი ბრენდის ოფიციალურ "ინსტაგრამზე" დაწერა. "ბზინვარება" - დაურთო მომღერლის ფოტოს ანუკიმ.
გაგრძელება + ფოტო