ფრანგული ჟურნალისთვის, Madame Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ვიქტორია ბექჰემმა ისაუბრა ქალზე, რომელიც, მისი აზრით, ქმნის მოდას და გაამხილა, რას არ ჩაიცვამს არასოდეს...
ვიქტორიას ხშირად მოდის დედოფალსაც უწოდებენ. დიზაინერი ამ ტიტულს სიამოვნებით ხვდება, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის ნამდვილი სტილის ფუძემდებელი სხვა ადამიანია: "ძალიან მომწონს ქეით ბოსუორთისა და კლემანს პოეზის ჩაცმის სტილი. მუდამ ისეთ სამოსს იცვამენ, რომ მაგიჟებს მათი ქალურობა. აი, ისინი არიან ჩემთვის ნამდვილად მოდურად ჩაცმულები".
ვიქტორიას გარდერობში ასობით კაბაა, მაგრამ ვარსკვლავი გულწრფელად ამბობს: "ტანსაცმელი - ეს არაფერია! თქვენ ჩანთების რაოდენობა უნდა ნახოთ. ჭკუა მეკეტება Hermes-ის ჩანთების დანახვისას". ამას გარდა, ვიქტორია ოცნებობს მიუჩა პრადას დიზაინერებთან ურთიერთობაზე.
"ის ნამდვილი მოდის გენიოსია, ის ინტელექტუალურ მოდას ქმნის. ყოველ სეზონზე იგი რაღაც ახალს და მოულოდნელს ქმნის და იცის, თუ როგორ გააოცოს მომხმარებელი", - აცხადებს ვიქტორია.
ბექჰემმა ინტერვიუს ბოლოს ისიც აღიარა, რას არ ჩაიცვამს იგი არასოდეს ქუჩაში. "ესაა უგები და სპორტული სამოსი. ძალიან მიყვარს მოდა საიმისოდ, რომ ჩემს თავს ასე საშინლად ჩაცმის ნება მივცე. ამ სამოსით, მაქსიმუმ, სახლში შეიძლება მნახოთ",- აცხადებს ბეჰქემი.
იხილეთ ფოტოგალერეა