გასულ წელს, საზოგადოებამ Vetements-სგან საახალწლო საჩუქარი მიიღო: დემნა გვასალიას ბრენდმა საწვიმრების ხაზი წარმოადგინა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს მიუძღვნა. კოლექციაში 12 მუქი ლურჯი ფერის საწვიმარია, რომლებზეც ასტროლოგიური ინფორმაციაა დატანილი. საწვიმრის წინა მხარეს ზოდიაქოს ნიშნის სახელწოდებაა, ზურგზე კი მათი დახასიათება.
საწვიმრები ონლაინ მაღაზიაში იყიდება და მათი ფასი 300 დოლარამდე მერყეობს.
"ლომი ზოდიაქოს სამეფო ლიდერია. ამართლებენ რა ამ ცხოველის არსს, ძლიერები, მკაცრები, თამამები და მამაცები არიან."
"კურო მიწის ნიშანია. ცნობილები არიან როგორც სანდო, პრაქტიკული და მგრძნობიარე. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სილამაზის შეგრძნების საოცარი უნარი აქვთ."
"კირჩხიბი წყლის ნიშანია. სახლის და ოჯახის მოყვარულები სენსიტიურები, ემოციურები, ჰარმონიულები არიან."
"ქალწულები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას პატარა დეტალებს და ჰუმანურობის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ."
იხილეთ ვრცლად