საერთაშორისოდ აღიარებული "შანელის" მოდის სახლის მომავალ კოლექციებში ეგზოტიკური ცხოველების ტყავისა და ბეწვისგან დამზადებულ სამოსს ვეღარ ნახავთ.
მათი განცხადებით, ისინი ცხოველთა უფლებების დაცვის კამპანიებში ერთვებიან და სურთ, ამ მხრივ ეთიკური სტანდარტები დააწესონ.
აიკრძალება ცხოველების (მაგალითად, ნიანგის, ხვლიკის, გველის) ტყავისგან აქსესუარების დამზადებაც. "შანელის" სპიკერმა CNN-თან დაადასტურა, რომ ახალი პოლიტიკის მიხედვით, იკრძალება ბეწვეულის გამოყენებაც.
„ეს ახალი პროდუქციის ახალი თაობის შესაძლებლობას იძლევა“, - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 1983 წლიდან "შანელის" მოდის სახლის დირექტორი კარლ ლაგერფილდია, მოდის სახლის დამაარსებელი კი - კოკო შანელი.
გადაწყვეტილებას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და სხვა კომპანიებსაც იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ:
„ჩვენ ათწლეულებია ბრენდებს მოვუწოდებთ, უარი თქვან ცხოველთა წამებასა და სისასტიკეზე. ახლა დროა, სხვა კომპანიები, მაგალითად, ლუი ვიტონი შეუერთდეს "შანელის" ამ გამოწვევას“, - ამბობს ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია PETA-ს დირექტორი ტრეისი რეიმენი.
გასულ წელს GUCCI-მ დააანონსა, რომ უარს იტყოდა მელიის, კოიოტების, ენოტების ბეწვის გამოყენებაზე.
2016 წელს იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯ არმანიმაც განაცხადა, რომ სურს დაასრულოს ცხოველთა წამება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონებში ხელოვნური ბეწვი არაერთმა ბრენდმა გამოიყენა.
წყარო