ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სამოსზე მუშაობს

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სამოსზე მუშაობს
ჯაბა დიასამიძე - ქართველი დიზაინერი, რომელიც თბილისში დაიბადა, უკვე წლებია, პარიზში მუშაობს. დამთავრებული აქვს პარიზის მოდის სკოლა Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne. მისი კოლექციები გამოირჩევა სხვა დიზაინერებისგან სისადავითა და ორიგინალური სტილით.
ჯაბას პირველი კოლექციის პრეზენტაცია 16 წლის ასაკში, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო. სწორედ აქედან დაიწყო ახალგაზრდა დიზაინერის აღმავლობის ხანა, უამრავი შეკვეთა და საზღვრებს გარეთ კოლექციების ჩვენება.

დღესდღეობით ჯაბა არაერთ ცნობილ მოდელთან და ჰოლივუდელ მსახიობთან თანამშრომლობს და მათ ჩაცმულობაზეც ზრუნავს. მის
კოლექციებში გამოწყობილ ვარსკვლავებს ბევრი წარმატებული ჟურნალის გარეკანზე, დაჯილდოებებზე და წითელ ხალიჩებზეც კი იხილავთ.

ახალგაზრდა დიზაინერი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც გაირკვა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საინაუგურაციო სამოსზე სწორედ მას მოუწევს ზრუნვა. აქვე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს უკვე ჰქონია ჯაბას დიზაინერულ კაბაში საჯარო გამოსვლის გამოცდილება. მას ზაფხულში გამართულ ვაჟის ქორწილში ყვავილებიანი პრინტებით გაწყობილი კაბა ამშვენებდა.


ნატალია სუპრენოვა ჯაბას შეკერილ კაბაში 



კატერინა დენეუვე




ანჯელინა ჯოლი


იზაბელ ჰუპერტი





ლიდია ამარიანი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93