„ბებოები მოდელებად? რატომაც არა“, - დიზაინერ მეგი გაბუნიას ახალი გამოწვევა

„ბებოები მოდელებად? რატომაც არა“, - დიზაინერ მეგი გაბუნიას ახალი გამოწვევა
„ბებოები მოდელებად? რატომაც არა“, - დიზაინერმა მეგი გაბუნიამ უჩვეულო ფოტოსესია მოაწყო და ბრენდის კამპანიებში მოხუცები ჩართო.
შედეგად კი, როგორც თავად აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ფოტოსესია მიიღო. მან ემოციები MARAO.GE-ს გაუზიარა და იდეის გაჩენის ისტორიაც უამბო:

-M.G.-იმ წამოიწყო ახალი კამპანია #გაუთბესიბერე, მას შემდეგ, რაც თავს გადამხდა ერთი საინტერესო ამბავი. სოციალურ ქსელში ავტვირთე თბილი ფოტო და მოვყევი, როგორ გავიცანი “ჩემი” ბებო.




ამ პოსტმა ისეთი ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში, ძალიან გავოცდი. უამრავი ადამიანი მწერდა და ბებოს გაცნობას მთხოვდა. რა
თქმა უნდა, შევკრიბე ამ კეთილი და საოცარი ადამიანების უდიდესი ჯგუფი და ბებოს ვუთხარი: აღარაფრის გეშინოდეს, ყველა შენ გვერდით ვართ-მეთქი. მისი გაბრწყინებული თვალები და იმედიანი ღიმილი არასოდეს დამავიწყდება. მომინდა ეს განწყობა ყველა მოხუცზე მენახა და მივხვდი, რომ უნდა გამეკეთებინა უფრო მეტი... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საუკეთესო იდეა იყო ჩემივე შექმნილ სამოსში ბებოს გადაღება. მინდოდა, მას თავი ეგრძნო უფრო კარგად, ნამდვილ მოდელად. მოდელი ბებიები..? რატომაც არა!!! - ვთქვი და მეორე დღესვე ფოტოსესია დავგეგმე.

მეორე მოდელი ბებო ვინ არის? რამდენი წლის არიან, როგორ ჩაიარა ფოტოსესიამ?

- ერთი მოდელი “ჩემი ახალი” ბებოა და მეორე ნამდვილი ბებო. 2 თვის წინ გაცნობილი ლამარა ბებო 83 წლისაა, ანჟელა ბებო კი - 90-ის. ისინი ერთად გადავიღე, ჩემი თანაბარი სიყვარულის გამოსახატად.
ეს საუკეთესო ფოტოსესია იყო ჩვენი ბრენდის ისტორიაში. ბებიები ძალიან გამხიარულდნენ და ბევრს იცინოდნენ, როცა სხვადასხვა სამოსს ირგებდნენ. სამი საათი მათ საკმაოდ ენერგიულად იმუშავეს. ჰყვებოდნენ ამბებს, ერთი საერთო ჰქონდათ, ისინი ძალიან ახალგაზრდები დაქვრივდნენ, თუმცა იმ სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე პერიოდში, ბაბუებმა მათ თბილად გასახსენებელი, საკმაოდ ბევრი მოგონება დაუტოვეს.


სამომავლოდ რას უნდა ველოდო თქვენგან, ხომ არ გეგმავთ ბებოების სხვა კამპანიებში ჩართვას?

- სამომავლოდ რამდენიმე მსგავს ფოტოსესიას ვგეგმავ. მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი საზოგადოებას მივაწვდინო: “მეტი ყურადღება მოხუცებს”. მათ ხომ ჩახუტებაც აბედნიერებთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93