დემნა გვასალიას ახალი კოლექციით ნათქვამი სიტყვა მავთულხლართების ფონზე

დემნა გვასალიას ახალი კოლექციით ნათქვამი სიტყვა მავთულხლართების ფონზე
დემნა გვასალია სწორედ ის ქართველი დიზაინერია, რომელიც ცდილობს ნამუშევრებში საქართველო თავისი აწმყოთი, წარსულით და პრობლემებით წარმოაჩინოს. ახლახან, მისმა ბრენდმა "Vetements"-მა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ მავთულხლართების ფოტო დაურთო.
„ინსტაგრამის“ მომხმარებელს ახალი კოლექციის ვიდეოს ნახვა სპეციალურ პლატფორმაზე, „IGTV-ზე“ შეუძლია.

ჩვენებაზე ის მოდელები წარსდგნენ, რომლებიც საქართველოდან შეარჩიეს.
დიზაინერმა სამოსი საქართველოს უახლესი ისტორიის, სოხუმის და თავისი ბავშვობის მოგონებების გათვალისწინებით შექმნა. მან ეს კოლექცია პარიზში წარადგინა.





დემნას მიერ შექმნილ მაისურებზე შემდეგ სიტყვებსაც იხილავდით, „უფალო შეგვიწყალენ“, „საქართველო“, „სოხუმი“, „ტანსაცმელი“, „
WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER“ .
ჩვენებაზე წარდგენილი სამოსი ოკუპაციის თემას პასუხობდა და რუსული წარწერით მკაფიო მიმართულებას ქმნიდა.

მოდელებს ეცვათ მაისურები, რომელსაც ქართულ წარწერებთან ერთად საქართველოს დროშის დეტალები ჰქონდა.
ქართველი მოდის ბლოგერები მიიჩნევენ, რომ დემნა გვასალია ამ კოლექციის მეშვეობით ქართულ ენას უწევს პოპულარიზაციას.
აი რას წერს ერთ-ერთი მათგანი: „დემნამ კოლექციის საშუალებით მთელ მსოფლიოს საქართველოს უახლესი ისტორია მოუყვა“.

უცხოურ ინტერნეტ საიტ „jem.news”-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნახსენებია, რომ გვასალიას კოლექციამ სოციალურ მედიაში ქართველების აღფრთოვანება გამოიწვია. აღნიშნულია ისიც, რომ აღფრთოვანებულმა ქართველებმა ფეისბუქის მეშვეობით მადლობა გადაუხადეს დიზაინერს ემოციების გაზიარებისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი ახსოვს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მოქალაქე
ამ ბიჭს იღბალი აქვს.
21:39 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93