ქრისტინე იმედაძის სვიტერი და ავთანდილის კაბა - დემნა გვასალიას პლაგიატობა დააბრალეს

ქრისტინე იმედაძის სვიტერი და ავთანდილის კაბა - დემნა გვასალიას პლაგიატობა დააბრალეს
რითმებს მპარავენ და თან მეკითხებიან, შენ ვინ ხარო - გალაკტიონის დროს რომ „ფეისბუქი“ ყოფილიყო, ამ ფრაზას ისიც პოსტად დაწერდა, თუმცა არ გაუმართლა.


სამაგიეროდ, პლაგიატიზმში დადანაშაულების ეს საჯარო გზა არჩია ავთანდილ ცქვიტინიძემ და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:

გასულ წელს ვინც ამ კაბის შეძენა ჩემთან ვერ მოასწრო, შეუძლია, „ბალენსიაგაში“ შეირბინოს. მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ.


საუბარია „ბალენსიაგას“ კაბაზე, რომელიც ახლახან ამერიკის ყოფილ პირველ ლედის მიშელ ობამას ექსკლუზიურად ეცვა და გაყიდვაში ზაფხულიდან ჩაეშვება.





არადა, ბალენსიაგას დირექტორის
დემნა გვასალიას მისამართით აქამდე მხოლოდ პოზიტიური შინაარსის ეპითეტები ისმოდა. კრეატიულობა და ორიგინალურობა მისი კრედოა, თუმცა ავთანდილის განცხადებით, გასული წლის კოლექციის მის და გვასალიას კაბებს შორის განსხვავება მხოლოდ  სიგრძეშია. დიზაინერი სტატუსის კომენტარებში ჩიოდა იმასაც, გვასალია ბევრად უფრო ძვირად, ევროებში გაყიდის კაბასო.
4 საათში, მას შემდეგ რაც ამ საკითხით ონლაინ-მედია დაინტერესდა და რამდენიმე ნიუსიც დაიწერა, ცქვიტინიძის „ფეისბუქიდან“ პოსტი წაიშალა.

ავთანდილი ერთადერი არაა, ვინც გვასალიას პლაგიატიზმში ადანაშაულებს. ქრისტინა იმედაძის თქმით, დიზაინერმა მას სვიტრის მოდელი მოპარა.



ქეთა თოფურია კი "ინსტაგრამზე" წერდა, რომ გვასალიამ მას პიჯაკის დიზაინი მოპარა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
გიო
ეგ ყოფილა ქურდი ბიჭი ომარი.
23:56 / 14-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Temida
დააბრალეს კიარა ფაქტია მოპარა !
15:58 / 23-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93