დაათვალიერეთ ცნობილი დიზაინერის, ნინო ბაბუხადიას ბინა

დაათვალიერეთ ცნობილი დიზაინერის, ნინო ბაბუხადიას ბინა
სახლი, სადაც ინტერიერის დიზაინერ ნინო ბაბუხადიას ვესტუმრეთ, თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ბინის მთავარი სიმდიდრე დიდი, მწვანეში ჩაფლული ტერასაა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ქალაქი. ფართი, რომელიც კარგა ხნის მანძილზე არა და არ იყიდებოდა, 18 წლის წინ დიზაინერმა შეიძინა, დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ სიმწვანით, ხედებითა და ორიგინალური ინტერიერით, ერთ-ერთი გამორჩეული ბინაა თბილისში.
- სახლის ყიდვისას თანხაში შეზღუდული ვიყავი. სამსახურივით, ყოველდღე დავდიოდი ბინების საძებნელად. ძალიან მინდოდა, ვერაზე მეყიდა რამე, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა,
რომ სოლოლაკში იყიდებოდა ფართი საკმაოდ
ხელსაყრელ ფასად. თურმე, ვერ ყიდდნენ, რადგან 18 წლის წინ ეს უბანი არავის უნდოდა. ამ 18 წელიწადში კი მივედით იმ შედეგამდე, რომ მთელ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილი გახდა, სარდაფიც კი არ დარჩა გაუქირავებელი. მოკლედ, შევიძინე სახლი, უფრო სწორად, ცარიელი სივრცე, სადაც არც ერთი კედელი არ იყო ამოყვანილი. სამწუხაროდ, მე არ ვარ არქიტექტორი, ამიტომ დაპროექტებაში მეხმარებოდა ჩემი მეგობარი, ცნობილი არქიტექტორი ბაია ნიკოლაიშვილი. ოთახების წყობა ჩვენ თვითონ დავალაგეთ, ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ მინდოდა. ჩემთან ბევრი რამე „დარღვეულია“, ამ სახლში არავის აქვს სამზარეულო იქ, სადაც მე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დიდ ოთახს კავშირი ჰქონოდა ტერასასთან, სამზარეულოს - დიდ ოთახთან და ტერასასთან. ზოგადად, ოთახების განლაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა რომ ვაკეთებდე ამ ბინას, საერთოდ არაფერს შევცვლიდი, გავაახლებდი მხოლოდ. ამით ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს არქიტექტორის სწორ ნამუშევარს. მოგეხსენებათ, თბილისის ძველ უბნებში შენობების სიმყარის პრობლემაა, ბევრი ავარიულია, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი სახლი კლდეზეა ნაშენი და ამიტომაც მყარია.

სახლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი დიდი ტერასაა, ბაღნარია შუაგულ თბილისში, რომელიც შემკობილია მცენარეებით. ტერასაზე ცნობილი დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის შექმნილი ტახტი დგას. იატაკი კი მარმარილოს მოზაიკითაა მოპირკეთებული, რომელიც სარკეებთან ერთად ნინოს ხელწერად იქცა.



- სადაც მეძლევა საშუალება, გავაკეთო მარმარილოს მოზაიკა, უკან არ ვიხევ. ვგიჟდები ძველ სადარბაზოებზე და ამ იდეის ინსპირაცია სწორედ აქედან წამოვიდა. ვიპოვე მაგარი ბიჭი, რომელიც მუშაობს ამაზე და ჩემი ჩანაფიქრები განახორციელა. ლამაზია, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გამძლეობა, დრომ კი გვაჩვენა, რომ ძალიან გამძლე და პრაქტიკულია.

სახლის შიდა ინტერიერი, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესოა და სანახაობა კარის გაღებისთანავე იწყება. სანამ ზღურბლს გადააბიჯებ, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეთერ ჭკადუას შესრულებული ნახატია, საიდანაც ჩასაფრებული გოგონა გიცქერის.

- ეს ჩემი მეგობრის, ეთერ ჭკადუას ნამუშევარია, ვინც პირველად შემოდის, ეშინია, კედლიდან ეს გადარეული გოგო რომ უცქერის.

ნახატის შემდეგ ყურადღება მინის მაგიდასა და სარკეზე გადავიტანეთ:

- ეს მაგიდა ერთ-ერთი სასტუმროს დიზაინერი გოგონების ნამუშევარია, ძალიან მომწონდა და თავს უფლება მივეცი, შემეძინა.

ჰოლის გავლით მისაღებში შევედით. საინტერესოა ამ ორი ოთახის დამაკავშირებელი კორიდორი, რომლის კედლებზეც ნინოს მეუღლის, დავით მაჭავარიანის ნამუშევრები კიდია, ეს გახლავთ ილუსტრაციები "ვეფხისტყაოსნიდან“.

ბინის ასევე მთავარი ხიბლი მისაღებია, სადაც დიზაინერის ორიგინალური გადაწყვეტა - სარკე ჭერზე - ქმნის შეგრძნებას, თითქოს ჭერი გამჭვირვალეა და ღია სივრცეში იცქირები.

- ჭერის ის ნაწილი, სადაც სარკეა მიმაგრებული, დანარჩენთან შედარებით დაბალი გამოვიდა, რადგან ზედა მეზობელს მაგ ადგილას აქვს აივანი. ვიზუალურად სხვაობა თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, ჭერზე გავაკეთე სარკე და გაამართლა. ზოგადად, ინტერიერში ხშირად ვიყენებ სარკეებს, მისაღების ერთ-ერთი კედლის ნაწილიც სარკითაა დაფარული, ვფიქრობ, ძალიან ალამაზებს გარემოს, უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას გვაძლევს და ირეკლავს ლამაზ ნივთებს.

წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები shin.ge-ზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93