vogue: რა უდევს ჩანთაში ანუკი არეშიძეს? (ვიდეო) - Marao

vogue: რა უდევს ჩანთაში ანუკი არეშიძეს? (ვიდეო)

2019-01-14 13:26:40+04:00

2019 წლის 14 იანვარს თბილისის მერის, კახი კალაძის ცოლმა და ბრენდ Anouki-ს დამფუძნებელმა ანუკი არეშიძემ Vogue-ს თავისი ჩანთის შემადგენლობა აჩვენა.

"როდესაც სახლიდან გავდივარ, აუცილებლად მიმაქვს თან ჩემი ტელეფონები: ერთი სამსახურის, მეილების შესამოწმებლად, ერთი ოჯახის წევრებისთვის და ფოტოაპარატისთვის და მესამე - მეგობრებთან დასაკავშირებლად.

ეს ჩემი კამერა და ჩემი სიყვარულია, რადგან ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე. მას აქვს wifi.

celine-ს ბარათების ჩასადები, ძველი კოლექციიდან. ძალიან ლამაზი ფერია.

ჩემი საყვარელი მზის სათვალე - celine-ს ბრენდის. ასევე, ორგანაიზერი. ცუდი მეხსიერება მაქვს, ამიტომ ყველაფერს ვიწერ: შეხვედრებს, გეგმებს...

ზოგჯერ იდეა მომდის და მიყვარს, როცა მაშინვე ჩავინიშნავ.

ჩემი ბებიის ნაქონი სარკე, რომელიც პრინცესის სარკეს ჰგავს..."

წყარო: Vogue.ru