Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და Vetements-ის მთავარი დიზაინერი დემნა გვასალია კვლავ იპყრობს მოდის მიმდევართა გულებს უკვე ახალი სიახლით, რომელსაც ტელეფონის ქეისი წარმოადგენს და განკუთვნილია აიფონის მარკის მფლობელთათვის.
როგორც დიზაინერის "ინსტაგრამპოსტიდან" ირკვევა, ეს არის Vetements-ის და CaseTify-ს კოლაბორაცია, რომელზეც წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველი, საფრანგეთის დროშა, ყვავილების თაიგული და ვარსკვლავებიც კი.
შედეგი თავად შეაფასეთ.
ლიდია ამარიანი