"თმის ბაფთას რომ 90 ლარს მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო პადრუგებმა?" - ანუკი არეშიძის შექმნილ აქსესუარებს აკრიტიკებენ (ფოტო)

"თმის ბაფთას რომ 90 ლარს მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო პადრუგებმა?" - ანუკი არეშიძის შექმნილ აქსესუარებს აკრიტიკებენ (ფოტო)
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ მის მიერ შექმნილი ქალის ბაფთების კოლექციის ნაწილი წარმოადგინა. ფოტოებს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ნაწილი წერდა, რომ ულამაზესი ბაფთებია, რომლებიც ნებისმიერ ქალბატონს მოუხდება; სხვები კი ბაფთების ფასმა გააღიზიანა და ახალ კოლექციას ერთგვარად აჟიოტაჟი მოჰყვა.


„ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ეს პროდუქცია ძალიან ძვირია“, „თმის ბაფთებს 90 ლარს რომ მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო "პადრუგებმა?“ - წერდნენ ადამიანები.


რა თქმა უნდა, დიზაინერს გამომწერები გამოექომაგნენ: „სხვა ბრენდების ფასებსაც ასე აპროტესტებთ თუ უბრალოდ ანუკის ლანძღვა გსიამოვნებთ? თუ
გინდა და გაქვს შესაძლებლობა, იყიდე და თუ არა, საბანი ისე დაიხურე, როგორც მოგწვდება! საბჭოთა კავშირში ყველა ერთნაირად ცხოვრობდა, ფართუკებით და თეთრი ბაფთებით. თუ ვინმეს უნდა უკან დაბრუნება, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, არ ვიცი! თუ არა და, თავის ნაშრომს თუ უნდა „ოთოს ვირად“ გაყიდის და თუ უნდა საჩუქრად დაარიგებს“, „მხოლოდ საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთი და ფასს უყურებენ - იმას არა, რომ შრომობს ადამიანი.. ის, რაც ლამაზია, ყოველთვის ძვირია. ერთი დღე შეეცადეთ აბა გააკეთოთ თქვენ მსგავსი სილამაზე და ნახავთ, რა ფასს დაადებთ“. 

გამომწერთა დიდი ნაწილი კმაყოფილებას გამოთქვამს ანუკის კოლექციის მიმართ და აღნიშნავენ, რომ მისი ნამუშევრები ყოველთვის ხარისხიანი და საოცარია. აქვე თქვეს ისიც, რომ ბაფთები სვაროვსკის თვლებითაა გაფორმებული და ფასიც შესაბამისია.

კრიტიკოსთა კომენტარებს დიზაინერიც გამოეხმაურა: „3 თვე გახდება, რაც ასეთი მოდელები გვაქვს მაღაზიაში და იმ დღესვე იყიდება. არც ჩემი ,,პადრუგები" არ ყიდულობენ და არც ცნობილი სახეები. ჩვეულებრივი ადამიანები. რაც შეეხება ფასს, როდესაც ხელით მუშაობს ადამიანი და დაახლოებით ერთ დღეზე მეტს ანდომებს ამის შეკერვას და ხელით დაქარგვას, ალბათ მისი შრომა მაინც ღირს შესაბამისი ფასი“..


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მანანა
ვინ დაადგინა, რომ 90 ლარი(30 ევრო) ძვირი, ან იაფია. ვისაც საშუალება და სურვილი აქვს, იყიდის, ვისაც არა, ვერ იყიდის. ეს ყველაფრის მიმართ ასეა. რაც შეეხება ვითომ საქართველო "ღარიბი ქვეყანაა", არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საერთაშორისო კრიტერიუმებით საშუალო ქვეყნების კატეგორიაში გადის. იმის გათვალისწინებით, რა ძვირადღირებული მანქანები მოძრაობს და რა მობილურებით იწონებენ თავს, ხელნაკეთი აქსესუარების 30 ევროზე ნაკლებ ფასად შეძენის მოსურნე და შესაძლებლობის მქონე იმაზე გაცილებით მეტიც იქნება, ვიდრე ბაფთა დამზადდება. ასე რომ, ნურც საქართველოში არსებული მდგომარეობის დამძიმებას ცდილობენ და ნურც ხელნაკეთი აქსესუარების ღირებულების თითქოს ასტრონომიულ ღირებულად წარმოჩენას.
12:36 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93