დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც Oversize სამოსითაა. ერთ-ერთ ასეთ პიჯაკს კი დიდი ზომის მოყვითალო ქამარიც შეუხამა.
ცხადია, ეს ფაქტი დისკუსიის გარეშე არ დარჩენილა. ნაწილი ამ ამბავს დადებითად გამოეხმაურა და ასე შეაფასა:
“ზუსტად ისეთ აურას ასხივებს ანუკი, როგორიც დღეს ძალიან გვაკლია”, „სტილი, როგორც ასეთი. მაოცებს თქვენი სტილი და ფოტოები“. „ბოლოს და ბოლოს ისწავლეთ, რომ არსებობს Стиль OVERSIZE და ამ გოგონას ძალიან უხდება“.
ერთ-ერთმა გამომწერმა კი დიზაინერს კომენტარებში ფუფალა უწოდა, რაც ანუკის შეუმჩნეველი არ დარჩენია და ღიმილიანი ფრაზით უპასუხა: “unfollow მომეცით და დაისვენებთ”.
როგორც აღვნიშნეთ, დიზაინერი ხშირად ჩნდება Oversize სამოსით და ცდილობს, რომ განსაკუთრებული სტილი ჰქონდეს.
ანუკიმ თავისი ახალი კოლექცია "ინსტაგრამზე" ამ ფოტოებით წარმოადგინა და საშუალო ზომის შავი ქამარიც შესანიშნავად შეუხამა პიჯაკს. შავი ფერის ოქროსფერ დეტალთან შეხამება ელეგანტურობას უსვამს ხაზს.
მოდაშია თუ არა დიდი ზომის ქამრები, ამ თემასთან დაკავშირებით აზრი ყოველთვის ორად გაიყოფა. თუმცა ფაქტია, რომ თუ დახვეწილი გემოვნება გვაქვს, აუცილებლად შევძლებთ ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის ქამარი შევუხამოთ შესაფერის სამოსს.
<div class="apester-media" height="376" data-media-id="5c77a65e7cce8e3135109467"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>